Thursday, January 10, 2019

7 პროდუქტი, რომელიც მადის დაქვეითებაში გვეხმარება - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვირჩევს, როგორ დავიკლოთ წონაში

ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბას უჩი­ვის და ბევ­რის სურ­ვი­ლია, დი­ე­ტა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­იც­ვას, რომ სწრა­ფად გა­თა­ვი­სუფ­ლდეს "აკ­რე­ფი­ლი" კა­ლო­რი­ე­ბის­გან. ასეთ დროს უმე­ტე­სო­ბა ექიმ­საც მი­მარ­თავს.
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში  

ექიმს ჩვენც მივ­მარ­თეთ - ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­გორ მო­ვი­ცი­ლოთ ახალ წელს დაგ­რო­ვი­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბი, რო­გორ და­ვიქ­ვე­ი­თოთ შიმ­ში­ლის გრძნო­ბა და და­ვუბ­რუნ­დეთ ცხოვ­რე­ბის მშვიდ რიტმს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ყვე­ლა დღე­სას­წა­ულს, ახალ წელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა­ვენ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია კერ­ძე­ბი. სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა გა­ჯე­რე­ბუ­ლია ნიგვზი­ა­ნი, ცხი­მი­ა­ნი და მძი­მედ მო­სა­ნე­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტე­ბით. ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში 4-5 კი­ლოგ­რამს იმა­ტებს.
ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ვუხ­მოთ ზო­მი­ე­რე­ბას, მაგ­რამ თუ ამას ვერ ვა­ხერ­ხებთ, გა­ვა­კე­თოთ გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბი, რათა ორ­გა­ნიზმს ზი­ა­ნი არ მი­ვა­ყე­ნოთ და არ დარ­ჩეს მი­ღე­ბუ­ლი ცხი­მე­ბი და კა­ლო­რი­ე­ბი ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში.
სა­ერ­თოდ, რაც უფრო მეტს ვჭამთ, მე­ტად გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ჰორ­მო­ნი ინ­სუ­ლი­ნი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რომ მა­დას უფრო აღ­ვი­ვებს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­თხოვ­ნი­ლე­ბა საკ­ვე­ბი­სად­მი იზ­რდე­ბა.
ორ­გა­ნიზ­მში ინ­სუ­ლი­ნის და­საქ­ვე­ი­თე­ბე­ლი ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა არ­სე­ბობს ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­სუ­ლი­ნის დო­ნეს აქ­ვე­ი­თებს, რაც მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ზეც მოქ­მე­დებს. ისი­ნი არა მარ­ტო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში უნდა მი­ვი­ღოთ, ჩვე­უ­ლებ­რივ დღე­ებ­შიც.

ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა და­რი­ჩი­ნი, რო­მე­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს ცე­ლუ­ლო­ზას, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას და პე­რეს­ტალ­ტი­კა­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. გარ­და ამი­სა, და­რი­ჩინს აქვს ბევ­რი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა: ამ­ცი­რებს ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, ასე­ვე მოქ­მე­დებს სის­ხლში შაქ­რის დო­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ზე და ორ­გა­ნიზ­მში ხელს უშ­ლის ცხი­მის წარ­მოქ­მნას, ამ­ცი­რებს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, რო­გო­რიც არის ინ­ფარ­ქტი, ინ­სულ­ტი და და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს გუ­ლის კუნ­თის მუ­შა­ო­ბა­ზე. ასე­ვე აქ­ვე­ი­თებს ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს ორ­გა­ნიზ­მში.

- რა ფორ­მით უნდა მი­ვი­ღოთ და­რი­ჩი­ნი - ჩხი­რე­ბი ჩა­ი­ში ჩა­ვაგ­დოთ, თუ დაფ­ქვი­ლი ამა თუ იმ საკ­ვებს მო­ვა­ყა­როთ?

- ორი­ვე­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა. რაც მთა­ვა­რია, არო­მა­ტუ­ლია და მისი ყა­ვა­ზე ზე­მო­დან მოყ­რა არ არის ური­გო. შეგ­ვიძ­ლია, და­რი­ჩინს და­ვას­ხათ მდუ­ღა­რე წყა­ლი, გა­ვა­ჩე­როთ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და შემ­დეგ და­მატ­კბობ­ლად ნა­ტუ­რა­ლუ­რი თაფ­ლი. მი­ღე­ბუ­ლი სი­თხე ლიმ­ნის წვე­ნით გა­ვა­ჯე­როთ, რომ არო­მა­ტიც მივ­ცეთ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი კომ­ბი­ნა­ცი­აც: ჩაი და­რი­ჩი­ნით, ჯან­ჯა­ფი­ლით, ანუ იგი­ვე კო­ჭა­თი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი თაფ­ლით. მა­დას ესეც აქ­ვე­ი­თებს, რად­გა­ნაც ვი­ცით, ჯან­ჯა­ფილს მა­დის და­მაქ­ვე­ი­თე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს, ამას­თან, ჯან­ჯა­ფილს აქვს უნა­რი, ორ­გა­ნიზმს ენერ­გია იმის­თვის შეჰ­მა­ტოს, რომ თავი სუს­ტად არ ვიგ­რძნოთ.

- თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ჯან­ჯა­ფი­ლი კუ­ჭის ლორ­წო­ვან გარსს აღი­ზი­ა­ნებს. რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ვი­ღოთ, ეს რომ არ მოხ­დეს?

- ჩა­ი­ში, ნა­ყე­ნის სა­ხით უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და არა საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია 2 ნა­ჭე­რი, თხლად დაჭ­რი­ლი ჯან­ჯა­ფი­ლი ერთ ულუ­ფა ჩა­ი­ში. მო­ვა­თავ­სებთ ჭი­ქა­ში, და­ვას­ხამთ წყალს, ჩა­ვაგ­დებთ და­რი­ჩი­ნის ჩხირს და მის ნა­ყენს, რო­გორც ჩაის მი­ვი­ღებთ. ჩა­ი­ში ნა­ყენ­საც შე­იძ­ლე­ბა და­რი­ჩი­ნი და ჯან­ჯა­ფი­ლი იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბით და­ვუ­მა­ტოთ და ასე­თი სა­ხით დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 1-2 ფინ­ჯა­ნი მი­ვი­ღოთ.

- ჯან­ჯა­ფი­ლის გარ­და კი­დევ რა პრო­დუქტს აქვს იგი­ვე ეფექ­ტი?

- ასე­თი ბევ­რი პრო­დუქ­ტია, მათ შო­რის, შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ ყავა. დღე­ში 2 ფინ­ჯა­ნი უშაქ­რო ყავა მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა, ასე­ვე კვლე­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ის 30 %-ით მე­ტა­ბო­ლიზმს აჩ­ქა­რებს, რაც ხელს უწყობს ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დაწ­ვას და უხე­შად რომ ვთქვათ, ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში, სი­მა­ძღრის გრძნო­ბას იწ­ვევს, ხსნის თა­ვის ტკი­ვილს და აუმ­ჯო­ბე­სებს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბას, ეს დი­ე­ტის დროს, სწო­რი კვე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, მა­დის და­საქ­ვე­ი­თებ­ლად, შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ თხი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხი­მის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტია, ასე­ვე შე­ი­ცავს მეტ ცხი­მო­ვან მჟა­ვებს "ომე­გა 3"-ს და "ომე­გა 6"-ს, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მში ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს არე­გუ­ლი­რებს, ზრდის ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას.

თხილ­ში და ზო­გა­დად თხი­ლე­ულ­ში არის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნი, რაც ნერ­ვუ­ლი იმ­პულ­სე­ბის სტი­მუ­ლა­ცი­ას ახ­დენს, ეს, თა­ვის მხრივ, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას აუმ­ჯო­ბე­სებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე მას­ში შე­მა­ვა­ლი ვი­ტა­მი­ნი E. ის და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს და გარ­და ამი­სა, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს კან­ზე, თმა­სა და ფრჩხი­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ზე. იმა­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა ნუ­შ­ზე, ნი­გოზ­ზე და მი­წის თხილ­ზე, რომ­ლე­ბიც ასე­ვე აქ­ვე­ი­თებს მა­დას.

- ბოსტნე­ულ­ზე რას ვი­ტყვით?

- ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბოსტნე­უ­ლის წვე­ნი, ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­წუ­რუ­ლი ე.წ. ფრე­ში, ან უბ­რა­ლოდ ბოსტნე­უ­ლის ნა­ხარ­ში იყოს, რო­მე­ლიც მდი­და­რია ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით და ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას და უზ­რუნ­ველ­ყოფს კუჭ-ნა­წა­ლა­ვის ტრაქ­ტის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას. ამას­თან, კო­ფე­ი­ნის შემ­ცვე­ლო­ბის გამო, შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ მწვა­ნე ჩაიც. ის, კო­ფე­ინ­თან ერ­თად შე­ი­ცავს ე.წ. ნივ­თი­ე­რე­ბა კა­ტე­ხინს, რაც ხელს უწყობს სის­ხლში შაქ­რის დო­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბას, ასე­ვე ხელს უწყობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას.
კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ მწვა­ნე ჩაი 20-25 %-ით ორ­გა­ნიზ­მში აუმ­ჯო­ბე­სებს მე­ტა­ბო­ლურ ცვლას და აქ­ვე­ი­თებს მა­დას.
თი­თო­ე­უ­ლი ჩა­მოთ­ვლი­ლი პრო­დუქ­ტი მდი­და­რია ცე­ლუ­ლო­ზით, ანუ უჯრე­დი­სით, მდი­და­რია სხვა­დას­ხვა მი­ნე­რა­ლით და ვი­ტა­მი­ნით, რაც ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს და ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას აუმ­ჯო­ბე­სებს.

თუ ამ მი­თი­თე­ბებს ვერ ვი­ცავთ, რა თქმა უნდა, სწო­რი კვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვა­მა­ტებთ გარ­კვე­ულ ფერ­მენ­ტებს იმის­თვის, რომ კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტმა იმუ­შა­ვოს, გვი­წევს გარ­კვე­უ­ლი მი­ნე­რა­ლე­ბის და ვი­ტა­მი­ნე­ბის და­მა­ტე­ბაც იმი­სათ­ვი­საც, რომ მადა და­ვაქ­ვე­ი­თოთ.

- ვი­ტა­მი­ნე­ბი წო­ნის მო­მა­ტე­ბას არ უწყობს ხელს?

- ეს კი­თხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან ხში­რად ის­მის, როცა მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბის კომ­პლექსს ვუ­წერთ - დი­ე­ტის დროს, ხომ არ გა­მა­სუ­ქებს? რიგ შემ­თხვე­ვა­ში, მა­დის გაზ­რდას სწო­რედ ვი­ტა­მი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი იწ­ვევს, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჭარბ წო­ნას­თან და სიმ­სუქ­ნეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ტა­მი­ნე­ბის და­მა­ტე­ბა კვე­ბა­ში არის იმის­თვის, რომ და­ვაქ­ვე­ი­თოთ მადა, არ იყოს შიმ­ში­ლის შეგ­რძნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი.

7 პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ
და­რი­ჩი­ნი
ჯან­ჯა­ფი­ლი
ყავა
მწვა­ნე ჩაი
თხი­ლი
ნუში
ნი­გო­ზი
allnews.ge

No comments:

Post a Comment