შიმშლობის გარდა სხვა გზა არ დამიტოვეს. ამდენი წელი ველოდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. რვა წელია უდანაშულოდ ვიხდი უვადო სასჯელს. პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმაც გამოიძია ხელახლა ჩემი საქმე და დაასკვნა, რომ თავის დროზე გაყალბებული იყო. არასწორად გამოიძიეს და უსამართლო განაჩენი გამოიტანეს. აბა რა განაჩენი უნდა გამოეტანათ იმ მოსამართლეებს? ჩემი საქმის მოსამართლეები იყვნენ თამარ ალანია და პაატა სილაგაძე. ახლა რომ ერთი ამბავი არის ატეხილი, ისინი - უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატები არიან. ამდენი ხანია მპირდებიან სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ საქმეს არავინ აკეთებს, ხელოვნურად აჭიანურებენ პროცესს. როგორც ჩანს, ვიღაცეებს არ აწყობთ ჩემი ციხიდან გამოსვლა", - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბარში თეიმურაზ შარაშენიძე.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მსჯავრდებულმა მშრალი შიმშილობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა. მისი საქმით არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ, ისინი საქმის დეტალებს სწავლობენ და უახლოეს მომავალში ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ. უვადო პატიმრის, თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძის საქმეს საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად იცნობს. მის შესახებ არაერთი სტატია თუ სიუჟეტი მომზადებულა, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებებიც.
ბაჩო შარაშენიძეს უვადო პატიმრობა ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეზე 2009 წელს შეეფარდა. განაჩენის დადგომის დღიდან შარაშენიძე თავს უდანააშულოდ მიიჩნევს. მსჯარდებულის სისხლის სამართლის საქმის მასალები ამ მოსაზრებას ამყარებს. ის, რომ თავის დროზე შარაშენიძის საქმის გამოძიება პროკურატურამ გაყალბებებით აწარმოა, ეს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშულის გამოძიების დეპარტამენტმაც დაადგინა.
შარაშენიძის განაჩენი 2010 წელს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა მხოლოდ იმ შემთხევაშია შესაძლებელი, თუ საქმეში ახალი გარემოება აღმოჩნდება. შარშენიძის საქმეში სასამართლოს საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ უფლებადამცველებმა რამდენიმე ახალი გარემოება აღმოაჩინეს, რის გამოც საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით 2013 წელს მიმართეს მთავარ პროკურატურას. პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშულის გამოძიების დეპარტამენტმა საქმის ხელახალი გამოძიების შედეგად დაადასტურა, რომ ბაჩო შარაშენიძეს ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობასთან არანაირი შეხება არ აქვს.
პროკურატურის მიერ დაწყებული ახალი გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, რომ 2009 წელს მიმდინარე გამოძიების პროცესში ბრალდების მხარე ახორციელებდა ზეწოლას მოწმეებზე და ის ჩვენებები, რომლებიც მაშინ მოწმეებმა თეიმურაზ შარაშენიძის წინაააღმდეგ მისცეს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის შედეგად არის მიღებული. თავად მოწმეებიც აღიარებენ ზეწოლის ფაქტს და აცხადებენ, რომ ჩვენება გაუსაძლისი ძლადობისა და მუქარის გამო მისცეს. გარდა ამისა, ახალი გამოძიების ფარგლებში, ზურაბ ზუბადალშვილის მეუღლემ, თამარ ჩიჩუამ, რომელიც მკვლელობის უშუალო თვითმხილველია, განაცხადა, რომ მკვლელი მასზე ფიზიკურად ბევრად დაბალი აღნაგობის პირი იყო. მაშინ როდესაც, თეიმურაზ შარაშენიძე და თამარ ჩიჩუა ერთნაირი სიმაღლის არიან. ეს ჩვენება გამორიცხავს იმას, რომ მკვლელი შეიძლებოდა თეიმურაზ შარაშენიძე ყოფილიყო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ახალი გამოძიებით გამოიკვეთა, ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოკლულის სხეულში აღმოჩენილი ტყვიები შეუძლებელია გასროლილი ყოფილიყო მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან, მაკაროვის ტიპის იარაღი ამ სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულებაა. ეს დასკვნა იმას მოწმობს, რომ გამოძება თავის დროზე ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით წარიმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა თეიმურაზ შარაშენიძის შემხებლობას ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობასთან.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბაჩო შარაშენიძე გლდანის მერვე დაწესებულებაში მოინახულა, ყვება მისი ჯანმთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც ორთვიანმა შიმშილობამ გამოიწვია. უფლებადამცველის განმარტებით, პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებს ბაჩო შარაშენიძის გათავისუფლების პროცესს.
"პროკურატურა უნდა ეცადოს გამოასწოროს მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც ბაჩო შარაშენიძის საქმის გაყალბებით ჩაიდინა თავის დროზე. მისი მთავარი მისია არის დაადგინოს, ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა პირმა ესა თუ ის დანაშაული და ეს პროცესი არ უნდა იყოს გაჭიანურებული დროში. იგი ვალდებულია მიმართოს სასამართლოს ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო, სანამ დამდგარა ფატალური შედეგი. საკმაოდ მძიმეა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც. საერთოდ გაუკვეველია, რას აკეთებს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. გაუგებარია როგორ იძიებს საერთოდ საქმეებს, ისინი არავისთან არ ურთიერთობენ და მიწერილ კითხვებზე პასუხს არასოდეს გიბრუნებენ", - განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ.
უცნაურია, რატომ არ მიმართავს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით, მაშინ როდესაც მის მიერვე ჩატარებული ხელახალი გამოძიების პროცესში გამოვლინდა ახალი გარემოებები, მტკიცებულებები, რომლებიც ბაჩო შარაშენიძის უდანაშაულობას უსვამს ხაზს.
შარაშენიძის საქმე არ არის ერთადერთი, რომელიც პროკურატურის ამ დეპარტამენტმა ხელახლა გამოიძია და გამოძიების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე აუხსნელად გააჭიანურა საქმის მსვლელობის პროცესი.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment