Friday, January 11, 2019

ოკუპირებული აფხაზეთიდან გრიპის სიმპტომებით ორი ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს


ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 51 ადამიანი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციურ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, 51-დან 19 ბავშვია, 19-დან ორი კი - ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ შეიყვანეს.
გრიპის ვირუსის გამო სწავლა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლა 1 კვირით გადაიდო. ბოლო ინფორმაციით, დადასტურებულად საქართველოში H1N1 ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment