Monday, January 14, 2019

ირანი ურანის გამდიდრებას გეგმავს

ირანი ურანის გამდიდრებას გეგმავს, ამის შესახებ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა. ალი აქბარ სალეჰის თქმით, ურანის გამდიდრება თეირანისთვის დაშვებული  ნორმების  ფარგლებში იგეგმება. ინფორმაციას Kronen Zeitung-ი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, შეთანხმებულია თუ არა თეირანის ეს გადაწყვეტილება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან. მაღალჩინოსნის განმარტებით, ირანს საკუთარი რეაქტორებისთვის 20-პროცენტიანი სისუფთავის ბირთვული საწვავის შექმნა სურს.
სალეჰი ამბობს, რომ  თეირანის რეაქტორი ძველ საწვავზე მუშაობს, ახალი კი ეფექტიანობას  გააუმჯობესებს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment