Wednesday, January 16, 2019

ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტი გახსნილია - რა განცხადებას ავრცელებს შსს

თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი დაჭ­რის ფაქ­ტზე ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა, ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. (გი­ორ­გი ადუ­აშ­ვი­ლი) გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, ხოლო 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ჯ. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.
შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 15 იან­ვარს თბი­ლის­ში, გი­ორ­გი ადუ­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, 1988 წელს და­ბა­დე­ბულ ზუ­რაბ კუ­ჭა­ვას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი კუ­ჭა­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და.
ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში პო­ლი­ცი­ამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ადუ­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, რად­გან ისიც დაჭ­რი­ლია. მას ქი­რურ­გი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრში გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. დაჭ­რილს იღ­ლი­ის არე­ში ორი და ფე­ხის არე­ში ოთხი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის სტა­ბი­ლუ­რია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადუ­აშ­ვი­ლი ჯერ ბას­რი საგ­ნით დაჭ­რეს, შემ­დეგ კი მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა.
შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადუ­აშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან მისი დაჭ­რის ფაქ­ტზე არ თა­ნამ­შრომ­ლობს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მის დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დამ­ნა­შა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს.
პო­ლი­ცი­ამ და­კა­ვე­ბუ­ლი ადუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი კ.ჯ. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.
გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­დე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.
შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment