Sunday, January 13, 2019

ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს

თბილისის საკრებულოსთან ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია „ნუ იქნები შემდეგი“ გამართეს. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მათი თქმით, 18 წლის გოგო შეესწრო ფაქტს, როგორ ურტყამდა ქალი კატას თავში ბლაგვ საგანს. ახალგაზრდა გოგო ქალს გამოესარჩლა, რის შემდეგაც ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა. აქციის მონაწილეები მის დასჯას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები გმობენ ცხოველების მიმართ ნებისმიერი ფორმით გამოვლენილ სისასტიკეს და ითხოვენ, ქვეყანაში უფრო მეტად იყოს დაცული ცხოველთა უფლებები.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment