Thursday, January 10, 2019

იტალიელები ომის შემდგომ აფხაზეთზე ფილმს იღებენ - “მთავარია, არ დააყაჩაღონ, ტექნიკა და ფული არ წაართვან...

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე, ომის შემ­დგომ იქ დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე, სატ­კი­ვარ­სა და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე, იტა­ლი­ე­ლე­ბი დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს გა­და­ი­ღე­ბენ.
ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, პიერ პა­ო­ლო მი­ტი­კას და ალე­სან­დრო ტე­ზე­ის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ და დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იღე­ბენ.
მი­ტი­კა ფო­ტოგ­რა­ფია, ტე­ზეი კი ოპე­რა­ტო­რი და მონ­ტა­ჟის სპე­ცი­ა­ლის­ტი. ისი­ნი აფხა­ზეთ­ში დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტალ Occhi Della Guerra-სთვის აგ­რო­ვე­ბენ, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, სამ­ხედ­რო თე­მებ­ზე მუ­შა­ობს. სა­ი­ტი 2013 წლი­დან არ­სე­ბობს და და­მო­უ­კი­დე­ბელ რე­პორ­ტი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ცხელ წერ­ტი­ლებ­სა და პოს­ტკონ­ფლიქ­ტურ რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას აშუ­ქე­ბენ.იტა­ლი­ე­ლე­ბის მას­პინ­ძე­ლი, აფხა­ზი მი­რონ ზუხ­ბა, რო­მე­ლიც ოჩამ­ჩი­რე­ში სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლია, ამ­ბობს, რომ ინ­ტერ­ნე­ტით და­უ­კავ­შირ­დნენ და ახლა მათ თარ­ჯიმ­ნო­ბა­სა და გი­დო­ბას უწევს...
“და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე აფხა­ზეთ­ში, მაგ­რამ მოს­კოვ­ში ვსწავ­ლობ­დი და შემ­დეგ, დავ­ბრუნ­დი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში და კომ­პა­ნია Аквафон-ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. 2016 წელს, ოჩამ­ჩი­რე­ში გავ­ხსე­ნი გეს­თჰა­უ­სი, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად უცხო­ე­ლებს მას­პინ­ძლობს. ვი­ზი­ტო­რე­ბი ძი­რი­თა­დად ინ­ტერ­ნე­ტით მი­კავ­შირ­დე­ბი­ან და ჩა­მო­სულ სტუმ­რებს პი­რა­დად ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ვუ­წევ ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლო­ბას. ასე აღ­მოჩ­ნდნენ ჩემ­თან იტა­ლი­ე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ზე დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს იღე­ბენ” - ამ­ბობს ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში ზუხ­ბა.პიერ პა­ო­ლო მი­ტი­კას თქმით, ფო­ტოგ­რა­ფია ეხ­მა­რე­ბა უკეთ გა­არ­კვი­ოს რო­გორ ცხოვ­რობს ხალ­ხი სხვა ქვეყ­ნებ­ში.
"როცა ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ვი­წყე, შთა­გო­ნე­ბის წყა­რო მჭირ­დე­ბო­და, რათა მუ­შა­ო­ბა და­მე­წყო და შემ­თხვე­ვით ვნა­ხე აფხა­ზე­თის რამ­დე­ნი­მე ფოტო... ოდეს­ღაც მოს­მე­ნი­ლი მქონ­და მას­ზე, მაგ­რამ თით­ქმის არა­ფე­რი ვი­ცო­დი. და­ვინ­ტე­რეს­დი, რო­გორ ცხოვ­რობს აქ ხალ­ხი ომის დამ­თავ­რე­ბი­დან 25 წლის შემ­დეგ, რო­გორ ცხოვ­რობ­და ომის დროს... ომის ია­რე­ბი აქ ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ძლი­ე­რია" - ამ­ბობს იტა­ლი­ე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი.
მი­ტი­კა­სა და ტე­ზე­ის ერ­თობ­ლი­ვად აქვთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი ფუ­კუ­ში­მა­სა და ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მურ ელექტრო­სად­გუ­რებ­ზე, ბირ­თვულ ენერ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პერ­სპექ­ტი­ვებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე. აფხა­ზეთ­ზე მათ მიერ შექ­მნი­ლი ფილ­მი “კლა­სი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი” იქ­ნე­ბა, 50 წუ­თი­ა­ნი ქრო­ნო­მეტ­რა­ჟით.
ალე­სან­დრო ტე­ზე­ის თქმით, აფხა­ზე­თი ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნეა და მას­ში დიდ ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს ხე­დავს, მით უფრო, რომ ზღვა და მთე­ბი თა­ვი­ან­თი სი­ახ­ლო­ვით სა­ო­ცარ სინ­თეზს ქმნი­ან. ამას ემა­ტე­ბა მისი უგემ­რი­ე­ლე­სი სამ­ზა­რე­უ­ლო...
იტა­ლი­ე­ლე­ბი აფხა­ზეთ­ში ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბი­ან, რათა ის ადა­მი­ა­ნე­ბიც ჩა­წე­რონ, ვი­საც ომი ახ­სოვს და ვინც კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და; ასე­ვე შეხ­ვდე­ბი­ან, კულ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს.
იტა­ლი­ე­ლე­ბის მიერ ფილ­მის გა­და­ღე­ბის იდე­ას უხ­მა­უ­როდ არ ჩა­უვ­ლია აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, “კარ­გი იქ­ნე­ბა თუ შე­და­რე­ბის­თვის, გა­უ­და­ბუ­რე­ბულ ოჩამ­ჩი­რე­სა და აკარ­მა­რას­თან ერ­თად, რო­მელ­თა ჩვე­ნე­ბაც ასე ძა­ლი­ან უყ­ვართ უცხო­ელ ვი­ზი­ტო­რებს, აფხა­ზი მა­ღალ­ჩის­ნე­ბის სახ­ლებ­სა და ავ­ტო­მან­ქა­ნებ­საც გა­და­ი­ღე­ბენ..."
“უკვე გა­სა­გე­ბია ვისი შეკ­ვე­თი­ლია და პა­თო­სიც ამოხ­სნი­ლია: ისევ და ისევ ომის თე­მა­ზე იქ­ნე­ბა აპე­ლი­რე­ბა, 25 წე­ლია ისევ ძველ სიმ­ღე­რას ვმღე­რით, მაგ­რამ იქ­ნებ ვინ­მემ უთხრას მათ ან ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რამ­დენ წელ­ში აშენ­და ის­რა­ე­ლი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო? ჰოდა, აქვე გე­ტყვით, რომ ჩვენ ვე­რას­დროს შევ­დგე­ბით, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, თავს ვი­ტყუ­ებთ და შვი­ლებ­საც ვა­ტყუ­ებთ...” - წერს გაგ­რე­ლი ქალი, სა­ხე­ლად ინე­ზა.
“ახლა მთა­ვა­რია, ჩვე­ნი იტა­ლი­ე­ლი სტუმ­რე­ბი არ და­ა­ყა­ჩა­ღონ, ტექ­ნი­კა და ფული არ წა­არ­თვან, უსა­ბუ­თოდ არ და­ტო­ვონ ან სუ­ლაც ცხვირ-პირი არ და­უმტვრი­ონ. საქ­მე ის არის, რომ ხალ­ხს მო­ბეზ­რდა ერთი და იგი­ვე, თა­ვის შე­ცო­დე­ბის პო­ზა­ში ყოფ­ნა... მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნეა მათ­თვის არა­ფე­რი იც­ვლე­ბა" - წერს იაგო ვო­უ­ბა.
“თუ სცე­მეს, მერე ნა­ხეთ თქვენ თა­ვის მოჭ­რა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით - ვე­ლუ­რი აფხა­ზე­ბი, ასე იქ­ცე­ვი­ან და ვერც ვე­რას­დროს გან­ვი­თარ­დე­ბი­ა­ნო. ვი­თომ ძა­ლი­ან შეს­ტკი­ვათ გული ჩვენს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე... ჰოდა, თუ და­ა­სის­ხლი­ა­ნეს, შემ­დეგ მთავ­რო­ბის­გან “დაკ­რი­შულ” ზუხ­ბას მო­უ­წევს თა­ვი­სი ფუ­ლით მათი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა...” - ამ­ბობს ელენ კარ­ჩოუ.
“პო­ლი­ტი­კო­სებ­საც უნდა შეხ­ვდნე­ნო და იმე­დია, აუხ­სნი­ან, რა­ტომ ვერ შეც­ვა­ლეს აქამ­დე ვე­რა­ფე­რი სა­კუ­თა­რი სახლ-კა­რის გარ­და... და კი­დევ ალ­ბათ რუ­სე­თის ლა­მის უკი­დე­გა­ნოდ გა­და­ჭი­მულ ბა­ზებ­საც აჩ­ვე­ნე­ბენ ტუ­რის­ტულ აფხა­ზეთ­ში“ - წერს ალი­ას თარ­ბა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment