Monday, January 14, 2019

ჯანდაცვის სამინისტრო: გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია. უწყების ინფორმაციით, თუ მანამდე 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ავადობა 253-მდეა შემცირებული.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ასევე შემცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა. კერძოდ, რეგიონებში გამოძახების მაჩვენებელი 600-ით, თბილისში კი 500-ითაა შემცირებული. 
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 9 000 მოქალაქეა ე.წ. გრიპის გრიპით დაავადებული, საიდანაც 42-ის მდგომარეობა მძიმეა. მათ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში 700 კოლოფზე მეტი „ტამიფლუა“ გაცემული.
12 იანვრიდან გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება ყველასთვის უფასო გახდა 12 იანვრიდანვე ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. 
პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 11 იანვარს მიიღო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment