Friday, January 18, 2019

შსს-მ "ყაზრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა - "მოსახლეობას უთხრეს, რომ საღებავის სუნი იდგა"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუჩა N8-ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის დაგ­რო­ვე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი აფეთ­ქე­ბის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ორი პირი და­ა­კა­ვეს.
და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან "ყა­ზტრანსგა­ზის" სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - 1957 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.მ. და 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ტ., რომ­ლე­ბიც 2019 წლის 16 იან­ვარს აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე, აფეთ­ქე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის შე­დე­გად მი­ვიდ­ნენ.
"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ავ­თან­დი­ლის ქუჩა N8-ში მცხოვ­რებ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა აფეთ­ქე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე „ყა­ზტრანსგა­ზის“ ცხელ ხაზ­ზე და­რე­კეს და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვეს, რად­გან კორ­პუს­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ძლი­ე­რი სუნი იგ­რძნო­ბო­და და ეჭვი ჰქონ­დათ, რომ გაზი ჟო­ნავ­და. ად­გილ­ზე მი­სულ­მა „ყა­ზტრანსგა­ზის“ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორ­პუს­ში გაზ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა არა­ჯე­როვ­ნად შე­ა­მოწ­მეს, მო­სახ­ლე­ო­ბას კი გა­ნუ­მარ­ტეს, რომ კორ­პუს­ში გა­ზის სუნი არ იყო და სა­ღე­ბა­ვის სუნ­ში ეშ­ლე­ბო­დათ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის წას­ვლის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მოხ­და აფეთ­ქე­ბა. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 4 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა შო­რის ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნია.
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე და 220-ე მუხ­ლე­ბით გა­ნაგ­რძობს. და­ნიშ­ნუ­ლია: სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, სა­ხან­ძრო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზე­ბის გა­მომ­წვე­ვი ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, სა­ქო­ნელმცოდ­ნე­ო­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზა და ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­თა დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­იკ­ვე­თე­ბა აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­თან შე­საძ­ლო შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და გა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი," - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment