Wednesday, January 16, 2019

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს.
ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ბრიუსელში დადგემილ ვიზიტამდე ინფორმაციის მიღება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან.
საუბრისას აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგულარული სახე მიეცემა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ბატონი ლაშა ჟვანია, ადმინსტრაციის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ქეთევან მახარაშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფრორმაციო ანალიტიკური ანგარიშების განყოფილების უფროსი ბატონი ანდრეა ხმიელინსკი და ოპერაციათა განყოფილების უფროსის მოადგილე, ქალბატონი მაურა ო’სალივანი
imedinews.ge

No comments:

Post a Comment