Tuesday, January 8, 2019

როდის დაიწყება სწავლა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში?

თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღებ­ში სწავ­ლის და­წყე­ბის გა­და­დე­ბა ამ ეტაპ­ზე არ იგეგ­მე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს დღე­ვან­დელ თათ­ბირ­ზე მი­ი­ღეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სწავ­ლა სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, 14 იან­ვარს და­ი­წყე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლებ­ში სწავ­ლის და­წყე­ბის პრო­ცესს, ჯერ უც­ნო­ბია, და­ი­წყე­ბა თუ არა სწავ­ლა 14 იან­ვარს.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ გრი­პის ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი მო­ი­თხოვს, რომ სწავ­ლის და­წყე­ბა გა­და­ი­დოს.
15 იან­ვრამ­დე რუს­თა­ვის ბაგა-ბა­ღებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი დას­წრე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ააიპ „რუს­თა­ვის სა­ბავ­შვო ბაგა - ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა“ „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს.
„იან­ვრის თვე­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი დას­წრე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­კი­თხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის დი­ნა­მი­კა­ზე. და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად მო­გაწ­ვდით“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
შე­გახ­სე­ნებთ, გრი­პის ვირუ­სის გამო, რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კვლავ კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი, მნახ­ველ­თა შეს­ვლა შე­ზღუ­დუ­ლია.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment