Thursday, January 10, 2019

რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ?

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ „თი­ბი­სი ბანკთან“ და­კავ­ში­რე­ბით, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ საქ­მის პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულ­ზე, ოპო­ზი­ცია იმა­საც კი ამ­ბობს, რომ ამით "ივა­ნიშ­ვი­ლი ხა­ზა­რა­ძეს პერ­სო­ნა­ლუ­რად და­ე­მუქ­რა".
არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ვერ­სია, რა­ტომ გა­აქ­ტი­ურ­და ეს სა­კი­თხი ახლა: ერთი ვერ­სი­ით, "თი­ბი­სის საქ­მე" "ოც­ნე­ბის" შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის გა­და­სა­ფა­რად წა­მო­წი­ეს წინა პლან­ზე, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვის სა­კითხს მოჰ­ყვა. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით კი, ეს კამ­პა­ნია ანაკ­ლი­ის პორ­ტის სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბა.
ინ­ფორ­მა­ცია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის შე­საძ­ლო და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ, 8 იან­ვრის სა­ღა­მოს პირ­ველ­მა გა­ავ­რცე­ლა პორ­ტალ­მა "კვი­რამ", რო­მე­ლიც ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. 9 იან­ვარს კი პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა სტა­ტი­ის იდენ­ტუ­რი ტექ­სტით, რა­მაც ექ­სპერ­ტებ­სა და მე­დი­ა­ში ეჭ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა.
თა­დუ­მა­ძის უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ძი­ე­ბა გა­სუ­ლი წლის მა­ი­სი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. "თი­ბი­სი ბან­კში“ აცხა­დე­ბენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა სწავ­ლობს იმ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის საქ­მეს, რომ­ლის გა­მოც ბან­კი წლე­ბის წინ 1 მი­ლი­ო­ნი ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ ჯა­რი­მის გა­დახ­და შე­ა­ჩე­რა.
  • რას ამ­ბობს "თი­ბი­სი"?

ბან­კის სა­ხე­ლით გან­ცხა­დე­ბა მის­მა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ავ­რცე­ლა. ის მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მცდა­რ და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლს უწო­დებს, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას.
"რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარს დო­კუ­მენ­ტე­ბის ამო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­კი­თხი ეხე­ბა 2008 წლის რი­გით, კა­ნო­ნი­ერ სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ას, რო­მე­ლიც:
  • არა­ერ­თხელ იქნა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ შე­სა­ბა­მის პე­რი­ო­დებ­ში შე­მოწ­მე­ბუ­ლი, რო­გორც მოქ­მე­დი, ისე წინა ხე­ლის­უფ­ლე­ბის დროს;
  • არა­ერ­თხელ იქნა სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რე­ბის მიერ შე­მოწ­მე­ბუ­ლი და მათი სის­წო­რე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი;
  • ამას­თან, მო­ცე­მუ­ლი ტრან­ზაქ­ცია ხან­დაზ­მუ­ლია.
"თი­ბი­სი ბან­კი" ვერ შე­ე­გუ­ე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის მცდე­ლო­ბას, ვის­გა­ნაც არ უნდა მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს ის, და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნებს მის ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კეტს თი­ბი­სი ბან­კის, მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად" - ნათ­ქვა­მია ხა­ზა­რა­ძის მიერ ბან­კის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლებლ გან­ცხა­დე­ბა­ში.
  • რას ამ­ბობს პრო­კუ­რა­ტუ­რა?

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­მა 2018 წლის მა­ის­ში და­ი­წყო სს „თი­ბი­სი ბან­კის“, მისი კლი­ენ­ტი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის, ასე­ვე აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბის ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­წავ­ლა, რა დრო­საც გა­მო­იკ­ვე­თა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­ი­ცავ­და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ანუ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ნიშ­ნებს. აღ­ნიშ­ნულ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით, მა­სა­ლე­ბი გა­დაგ­ზავ­ნი­ლია რო­გორც ეროვ­ნულ ბან­კში, ასე­ვე გა­მოგ­ზავ­ნილ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.
"ამის სა­ფუძ­ველ­ზე 2018 წლის 2 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის გ ქვე­პუნ­ქტით. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი იქნა, რომ 2008 წლის აპ­რილ-მა­ის­ში, კომ­პა­ნი­ებ­მა შპს „სამ­გო­რი M“-მა და „სამ­გო­რი თრე­იდ­მა“ „თი­ბი­სი ბან­კის­გან“ საბ­რუ­ნა­ვი სახ­სრე­ბის შევ­სე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბით აი­ღეს სეს­ხი და­ახ­ლო­ე­ბით 17 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, რაც იმა­ვე დღეს სეს­ხის სა­ხით გა­ცე­მუ­ლი იქნა ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­ზე.
სეს­ხის თან­ხის გა­დახ­დის გა­რე­შე, 2008 წლის ბო­ლოს, სეს­ხი გა­და­ტა­ნი­ლი იქნა გარე სა­ბა­ლან­სო ან­გა­რიშ­ზე ანუ ჩა­მო­ი­წე­რა, ხოლო შემ­დგომ­ში, 2012 წლის და­ახ­ლო­ე­ბით აგ­ვის­ტო­ში, ისე რომ, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ არ მომ­ხდა­რა სეს­ხის თან­ხის გა­დახ­და, ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი იქნა ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ. მთელ ამ პე­რი­ოდ­ში სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტი, რომ არც „სამ­გო­რი M“-სა და არც „სამ­გო­რი თრე­ი­დის“ მიერ სეს­ხის სა­ხით აღე­ბუ­ლი თან­ხის გა­ღე­ბა არ მომ­ხდა­რა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა მოხ­და ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ით და დღემ­დე ეს თან­ხა ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი არ არის „თი­ბი­სი ბან­კის­თვის“, - გან­მარ­ტეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

  • რო­გორ და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს kvira.ge-ს სტა­ტია და პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა?

ინ­ფორ­მა­ცია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის შე­საძ­ლო და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ, 8 იან­ვრის სა­ღა­მოს პირ­ველ­მა გა­ავ­რცე­ლა პორ­ტალ­მა "კვი­რამ", რო­მე­ლიც ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბის და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ეჭვი, რომ სა­გენ­ტომ "ზე­მო­დან" დაკ­ვე­თით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რა 9 იან­ვარს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ, რო­მელ­საც სტა­ტი­ის იდენ­ტუ­რი ტექ­სტი ჰქონ­და
ambebi.ge

No comments:

Post a Comment