Saturday, January 12, 2019

პარიზის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა

საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს
მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება. 
ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. 
სახანძრო-სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. პოლიცია ადგილობრივებსა და ტურისტებს მომხდარის ეიპიცენტრში გადაადგილებისგან თავის არიდებას ურჩევს. 
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment