ინდონეზიაში 25 წლის იიჰამ კაჰიანიმ ქმარი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ინციდენტის შესახებ გამოცემა Metro წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქმარს, რომელიც სახურავის შესაკეთებლად იყო ასული, ქალმა კატეგორიულად მოსთხოვა, მისთვის ტელეფონის პინ-კოდი ეთქვა, რაზეც უარი მიიღო.
ამის გამო ცოლ-ქმარს მწვავე კონფლიქტი მოუვიდა. მოთმინებიდან გამოსული კაცი სახურავიდან ჩამოვიდა და ცოლს სახეში გაარტყა, ცოლმა კი მას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
ახალგაზრდა კაცმა სხეულის უმძიმესი დამწვრობა მიიღო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პოლიციამ ქალი უკვე დააკავა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment