Monday, January 14, 2019

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით მოამზადეს საკანონმდებლო წინადადება.
11-გვერდიან დოკუმენტში 5 მთავარი პრინციპია გაწერილი: საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადება; ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება; გასაურების ღიად ჩატარება და გადაწყვეტილების კონკურსით მიღება.
12 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა. 
კობახიძის თქმით, ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.
4 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
მოსამართლეთა სიამ მმართველ გუნდსა და საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა და დისკუსია გამოიწვია
imedinews.ge

No comments:

Post a Comment