Friday, May 5, 2017

სკოლები, რომელთა დირექტორებიც გათავისუფლდნენ და ვისაც გაფრთხილება/მითითება მიეცა – სია

განათლების სამინისტრო იმ სკოლების ჩამონათვალს ასაჯაროებს, რომელთა დირექტორებიც გათავისუფლდნენ და რომელთაც მითითება ან გაფრთხილება მიეცათ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს სამინისტროდან აცნობეს, მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად, სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად გამოვლინდა სველი წერტილების პრობლემები.

შედეგად გათავისუფლდა თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მე-4 სკოლის დირექტორები.

საპირფარეშოების პრობლემების გამო გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე-3 სკოლას, მარნეულის სოფელ ჯანდარის და ყაზბეგის სოფელ არშის სკოლებს.

მითითება კი მიეცა მარნეულის რაიონის სოფელ წერეთლის სკოლას.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საჯარო სკოლებში მოუწესრიგებელი ტუალეტების არსებობის მიზეზით 5 სკოლის დირექტორი გაათავისუფლა.

აღნიშნულზე მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან არაფორმალურ გარემოში ისაუბრა.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment