Sunday, September 30, 2018

რა კომენტარს აკეთებს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული გია თვალავაძის შვილი

სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის გია თვა­ლა­ვა­ძის მხარ­და­სა­ჭე­რად თბი­ლის­ში, კიკ­ვი­ძის პარკში აქ­ცია გა­ი­მარ­თა.
რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გია თვა­ლა­ვა­ძის შვილ­მა, თამ­თა თვა­ლა­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მა­მა­მი­სი უდა­ნა­შა­უ­ლოა და მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბას საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვს. თამ­თა თვა­ლა­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს მხო­ლოდ ერთი პი­რის ჩვე­ნე­ბა, რაც საკ­მა­რი­სი არ არის.
"მთე­ლი ლან­ჩხუ­თი, მთე­ლი გუ­რია, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფეხ­ზეა, რად­გან უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ამ წა­მებ­ში ცი­ხე­შია. მინ­და მჯე­რო­დეს, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მა­მას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ და გა­ა­უქ­მე­ბენ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას პა­ტიმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმი­ტომ, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­და სი­კე­თი­სა, მა­მას არა­ფე­რი უკე­თე­ბია. თუ ამ ქვე­ყა­ნა­ში სი­კე­თე და­ნა­შა­უ­ლია, წინ ვე­რას­დროს წა­ვალთ. მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მი­ნის­ტრის ძა­ლი­ან ღირ­სე­ულ გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ გია პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნია. მან იცის, რომ გია არას­დროს უღა­ლა­ტებ­და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ხალ­ხს. რო­მელ ნარ­კო­ტი­კულ და­ნა­შა­ულ­თან არის საქ­მე, როცა ამ­ბო­ბენ, რომ მან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­ჭარ­ბა, მაგ­რამ სარ­გე­ბე­ლი არ მი­უ­ღია?! ეს არის სირ­ცხვი­ლი! მჯე­რა, რომ გია რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­რეთ გა­მო­ვა, რად­გან მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. არ მინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. მეს­მის ჭო­რე­ბი, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა კლა­ნებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა იყოს და გია ამას ემსხვერ­პლა, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ერ­თა­დერ­თი, რაც გიას უკე­თე­ბია, სი­კე­თეა. ძა­ლი­ან ცუდი სპექ­ტაკ­ლი და­იდ­გა. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი პირი ამ­ბობს, რომ გია თვა­ლა­ვა­ძეს არ იც­ნობს.რაც შე­ე­ხე­ბა აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რებს, ასე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩვენ არ გვი­ნა­ხავს. მეს­მო­და ჰა­ერ­ზე ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი, თით­ქოს გია და­ა­კა­ვეს თა­ვი­სი წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ჩვე­ნე­ბის გამო. მის­ცა ჩვე­ნე­ბა ქალ­მა, რომ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც იყო გა­სუ­ლი­ყო და შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა, თუმ­ცა, მისი პა­სუ­ხოსმგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ დგე­ბა. თუ რამე აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი არ­სე­ბობ­და, რა­ტომ არ აჩ­ვე­ნეს?! ახლა რომ რამე აჩ­ვე­ნონ, მგო­ნია, რომ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა",- გა­ნა­ცხა­და თამ­თა თვა­ლა­ვა­ძემ.
ე.წ. სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის საქ­მე­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს გია თვა­ლა­ვა­ძეს და ამა­ვე საქ­მე­ზე, უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ კი­დევ 5 პირს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. გია თვა­ლა­ვა­ძე ცი­ხი­დან ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრში 26 სექ­ტემ­ბერს გუ­ლის შე­ტე­ვით გა­და­იყ­ვა­ნეს.
ambebi.ge

ეგვიპტეში საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა

ეგვიპტის ქალაქ ელ-გუნაში საერთაშორისო ფესტივალი Euronews-ი იუწყება. 
გაიმართა. ღონისძიება აქ წელს მეორედ ჩატარდა. ამის შესახებ
9 დღის განმავლობაში წითელი ზღვის სანაპიროზე ფილმის ჩვენებები და მასტერ-კლასები იმართებოდა.
საუკეთესო არაბულ ფილმად “განკითხვის დღე“ დასახელდა, რომლის რეჟისორი აბუ ბაკრ შაუკია. 
საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის კი ოქროს ვარსკვლავი სინგაპურელი რეჟისორის სუ ჰუა იეოს ფილმმა „წარმოსახვითი მიწა“ მიიღო. 
ფესტივალში ცნობილი მსახიობებიც მონაწილოებდნენ. მათ შორის ჰოლუვუდის ვარსკვლავი სილვესტერ სტალონე.
imedinews.ge

დედაენის ბაღში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ აქცია იმართება

SOS მოწამლული ჰაერი- ამ ლოზუნგით დედაენის ბაღში მოსახლეობა აქციას მართავს.
შეკრებილების მთავარი მიზანი ქალაქში გაიშვიათებული მწვანე საფარის დაცვა და გაფართოებაა. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: აღსრულდეს გამკაცრებული ტექდათვალიერების ნორმები, დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს საჯარო ტრანსპორტი, მოხდეს ყვითელი ავტობუსების და ე.წ. სამარშრუტო ტაქსების გამართული ტრანსპორტით ჩანაცვლება, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ექსპერტიზის მეშვეობით შემოწმდეს და დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს საწვავში არსებული მავნე ნივთიერებების ნუსხა და დასაშვებ ზღვრულ ნორმაზე მეტის არსებობის შემთხვევაში მოხდეს საწვავის სწრაფად ჩანაცვლება.
ასევე მოხდეს მშენებლობების შეფუთვა დადგენილი წესის შესაბამისად და მწვანე საფარის დაცვა, გაფართოვება- წერია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციის ორგანიზატორები მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს თხოვენ, წარმოადგინონ კონკრეტული გეგმა თუ როგორ და რა ბერკეტებით განახორციელებენ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას.
imedinews.ge

თვითგამოცხადებულ დონეცკში 4 ბავშვი ნაღმზე აფეთქდა

თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში 4 არასრულწლოვანი ნაღმზე აფეთქდა. მათგან სამი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქალაქ გორლოვკას მერის მოადგილემ ივან პრიხოდკომ განაცხადა.
მისი თქმით, ნაღმი 11:40 საათზე აფეთქდა. შედეგად სამი ბიჭი დაიღუპა. ის ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანი 13 წლის იყო, თუმცა არ აზუსტებს სხვების ასაკს. დაშავებული 10 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული ომის შესახებ ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
imedinews.ge

დაღუპულთა რიცხვი 832-მდე გაიზარდა - რა ვითარებაა ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, კუნ­ძულ სუ­ლა­ვე­სი­ზე მი­წისძვრი­სა და ცუ­ნა­მის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 832-მდე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­დო­ნე­ზი­ის სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო ავ­რცე­ლებს. აქამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 420-ს შე­ად­გენ­და.28 სექ­ტემ­ბერს, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში 7.5 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრამ ქა­ლაქ პა­ლუს სა­ნა­პი­რო­ებ­თან ცუ­ნა­მი გა­მო­იწ­ვია. სამი მეტ­რის სი­მაღ­ლის ტალ­ღებ­მა მთლი­ა­ნად წა­ლე­კა სუ­ლა­ვე­სის ცნო­ბი­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლა­ქი - პალუ. ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა და ტუ­რის­ტე­ბი სა­ნა­პი­რო­ზე ფეს­ტი­ვა­ლის გა­სა­მარ­თად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. სა­მოყ­ვა­რუ­ლო კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, რა სიძ­ლი­ე­რის ტალ­ღა ას­კდე­ბა სა­ნა­პი­როს და ანად­გუ­რებს შე­ნო­ბებს
ambebi.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში.

მწვანე კონცხზე შესაძლოა ორი 27-სართულიანი ცათამბჯენი აშენდეს

კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ სარეკრეაციო ზონაში ორი ცათამბჯენის აშენებას ითხოვს. ლაპარაკია ორ  27-სართულიან ცათამბჯენზე. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.“პროექტში წარმოდგენილია ორი 27-სართულიანი შენობა, რომლის ძირითად ნაწილს სასტუმრო დაიკავებს, ასევე იქნება საცხოვრებელი და საოფისე ფართები. მოეწყობა კაფე, რესტორანი, საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზები, სპა და ფიტნეს სივრცეები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ინვესტორი ორი 41-სართულიანი შენობის უფლებას ითხოვდა, მერიის რეკომენდაციის გათვალისწინების შემდეგ კი 27 სართულზე შემოიტანს მოთხოვნას“,- განაცხადა მირიან მეტრეველმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.
მწვანე კონცხზე სასტუმროს მშენებლობის გამო, რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეეცვალა. 
ბათუმის მერმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ მწვანე კონცხს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ახლა განუვითარებელია. ლაშა კომახიძე ფიქრობს, რომ ცათამბჯენენის აშენებაში ცუდი არაფერია.
კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპს“, რომელიც რეკრეაციულ ზონაში ცათამბჯენების აშენებას გეგმავს, გასული წლის სექტემბერში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 366 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მწვანე კონცხზე პირდაპირ მიყიდვის წესითა და ინვესტიციის განხორციელების პირობით 931 000 ლარად გადაეცა. კომპანიამ ოთხმილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. კომპანია კერძო პირმა ქონების შესყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა
განკარგულებას ხელი მოაწერა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. გასხვისებამდე ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება იყო.
imedinews.ge

უკრაინული მედია მსოფლიო და რუსეთის პატრიარქების სატელეფონო საუბრის შესახებ წერს

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით სკანდალი ახალ ფაზაში გადადის. რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.
უკრაინულმა მედიამ ცოტა ხნის წინ ბართლომეოს I-ისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის სატელეფონო საუბრის შინაარსი გაავრცელა.
მსოფლიო პატრიარქის ცნობით, უკრაინის ეკელსიისთვის ეგრეთწოდებული „ტომოსის“ მინიჭებას იანუკოვიჩის გარდა უკრაინის ყველა პრეზიდენტი ითხოვდა. რაზეც კირილმა უპასუხა, რომ იანუკოვიჩის გარდა, უკრაინის დანარჩენი პრეზიდენტები ერთი და იგივე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ.
„მათ ავტოკეფალია მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად სურთ, ძალაუფლების რომელიც უკანონდ მიითვისეს“- განაცხადა კირილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკელსია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას არასდროს დათანხმდება.
რაც შეეხება კონსტანტინოპოლის ეკლესიის პოზიციას, მსოფლიო პატრიარქი აცხადებს, რომ უკრაინელებს სურთ და აქვთ უფლება იყვნენ აბსოლუტურად თავისუფლები როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ დონეზე.
23 სექტემბერს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მიიღებს.
14 სექტემბერს რუსეთის პატრიარქმა კირილმა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა. გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რომელიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო მოიწვიეს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს პატრიარქ ბართლომესთან კავშირების გაწყვეტით იმუქრება.
მოსკოვის და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო გართულდა.
პირველ სექტემებრს ცნობილი გახდა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.
ცნობისთვის, თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის მიმართვას დააკმაყოფილებს, უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალიური ეკლესია კვლავ დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც ეს იყო 998 წლიდან 1686 წლამდე. კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს 1686 წელს შეუერთდა
imedinews.ge

ნაჯა ორაშვილი: თუ მკვლელი, კარტელის „დედოფალი“ და ქვესკნელის დესპანი ვარ, მაშინ დამაკავეთ

კლუბ BASSIAN-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს ავრცელებს. როგორც ორაშვილი წერს, მას ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს.
"ფენტანილი, რომელმაც საკუთარ სახლებში შეიწირა 6 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე და სხვათაშორის პირველი ადამიანი ვიყავი ვინც ამაზე განგაში ატეხა, ბაზარზე მხოლოდ 29 აპრილიდან 10 მაისის შუალედში გამოჩნდა. სად გაქრა ეს ნივთიერება? რატომ მხოლოდ ამ პერიოდში. 5 თვე გავიდა და დღემდე არც მისი შემომტანი და არც გამავრცელებელი დასჯილი არ არის, არადა ამის გამო დაგვარბიეს. ეს ყველაფერი დიდ ეჭვებს ბადებს,"- წერა ნაჯა ორაშვილი.
მისი თქმით, თბილისის კლუბებში ფატალური შედეგი არ დამდგარა, ამის მიუხედავად კი, BASSIAN-ის მიმართ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინაროებს. ორაშვილი ასევე ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ კლუბიდან წაღებული 300000 ლარი.
"არც ჩუმად არ ვარ, არც არავისზე გავყიდულვარ, არც ბრძოლის უნარი დამიკარგავს, ეს დრო დავუთმე ამ ყველაფრის გაანალიზებას, ვეცადე ცივი გონებით შემეხედა ამ სასტიკი რეალობისთვის და ისე მემოქმედა.თუ მე ვარ მკვლელი, ნარკომანიის ევანგელისტი, კარტელის დედოფალი და ქვესკნელეთის დესპანი, მაშინ რაღას უცდით, დამაკავეთ. ჩემთვის ამ სოციუმში არსებობაც ისეთივე რთულია, როგორც გისოსებს მიღმა ცხოვრება.
თუმცა მაინც მჯერა რომ ამ ქვეყანაში სამართალი გაიმარჯვებს და აქ წარმოებულ ბოროტებას ბოლო მოეღება,"- წერს ორაშვილი.მანამდე კლუბ BASSIAN-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის განცხადებით, გვიან ღამით კლუბთან რამდენიმე ათეული ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს. მათ შორის იყვნენ ტურისტებიც. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ორაშვილი ირწმუნება, რომ პოლიციის ასეთ ქმედებას ინტენსიური ხასიათი მიეცა.
12 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეკრებული ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა.
imedinews.ge

ჰოლანდია მასშტაბურ ტერაქტს გადაურჩა - "აფეთქება კულტურული ღონისძიებების დროს იგეგმებოდა"

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მცი­რე პა­უ­ზის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ფან­ტუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი ისევ გა­აქ­ტი­ურ­დნენ; რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჰო­ლან­დი­ა­ში ISIS–ის შვი­დი წევ­რი და­ა­კა­ვეს, რის შემ­დე­გაც ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ მა­სობ­რი­ვი ჩხრე­კა და­ი­წყო და საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ამო­ი­ღო.
"აღ­მო­ჩე­ნი­ლია 100 კგ-ზე მეტი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და სხვა­დას­ხვა სა­ხის საბ­რძო­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა. შემ­თხვე­ვა ნი­დერ­ლან­დე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ არ­ნემ­ში მოხ­და, რო­მე­ლიც ბელ­გი­ის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი იყო ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის ელი­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლი... სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ნი­დერ­ლან­დებ­ში და­გეგ­მი­ლი მას­შტა­ბუ­რი კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დროს, ასე­ვე აფეთ­ქე­ბას გეგ­მავ­დნენ. ამას­თან, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს უკვე ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლის შე­სა­ხებ, ასე­ვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და გა­აჩ­ნდათ რუ­კე­ბი, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად აპი­რებ­დნენ აფეთ­ქე­ბის მო­წყო­ბას, რათა მსხვერ­პლი რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ყო­ფი­ლი­ყო..." - წერს bbc.com.
ჰო­ლან­დი­ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ტე­რაქ­ტე­ბი ატ­რაქ­ცი­ო­ნებ­ზეც იგეგ­მე­ბო­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, საფრ­თხე ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს და ისი­ნი მაქ­სი­მა­ლურ მზად­ყოფ­ნა­ში არი­ან, რად­გან მათ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, საქ­მე ეხე­ბა უფრო ფარ­თო ექ­სტრე­მის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ერ­თდრო­უ­ლად გეგ­მავ­დნენ ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმებს და რო­მელ­თა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლებს მუდ­მი­ვი კავ­ში­რი ჰქონ­დათ.
bbc.com-ის ცნო­ბით, შვი­დი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი რო­ტერ­დამ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის ასა­კი 18-დან 34 წლამ­დეა. ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, დაჯ­გუ­ფე­ბის სა­თა­ვე­ში 34 წლის ერა­ყე­ლი ქურ­თი, ვინ­მე "ჰარ­დი" იდგა, რო­მე­ლიც 2014 წელს სი­რი­ა­ში მოქ­მე­დი "ფრონტ ან-ნუს­რას" ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და სამ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.
მის­მა ძმამ ჰო­ლან­დი­ურ ტე­ლე­კომ­პა­ნია NOS-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ტე­რაქ­ტის და­გემ­ვის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უსა­ფუძ­ვლოა. თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჩანს, რო­გორ გად­მოჰ­ყავთ რამ­დე­ნი­მე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, არ­ნემ­ში, პრე­ზი­კხა­რის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან და ფრან­გუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბი­დან.ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, მათ შო­რის დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი არ ყო­ფი­ლა და მისი აყ­ვა­ნა სხვა­გან მოხ­და... 16-დან 20 წლამ­დე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი, ადრე სი­რი­ის სა­ზღვარ­თან, თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ა­საც ჰყავ­და და­კა­ვე­ბუ­ლი...
ერთ-ერთი მათ­გა­ნი, რო­მე­ლიც "ვაილ ელ-ას" ზედ­მეტ­სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, გა­სულ წელს ჰო­ლან­დი­ის ავი­ა­ბა­ზის პე­რი­მეტრში, ბა­ზის­თვის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს... თუმ­ცა, მისი და თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ის მიერ სხვა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია.
პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს აყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში თან ჰქონ­დათ ხუთი ერ­თე­უ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ასე­ვე "კა­ლაშ­ნი­კო­ვის" ტი­პის ავ­ტო­მა­ტე­ბი და ხელ­ყუმ­ბა­რე­ბი­სა და შა­ჰი­დის ქამ­რე­ბის მო­პო­ვე­ბის გზებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ. ამავდრო­უ­ლად, "და­სა­ვერ­ბოვ­კე­ბელ­თა" სიას ად­გენ­დნენ. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჰო­ლან­დი­ა­ში ტე­რორ­მიზ­მის საფრ­თხე 4-ბა­ლით არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.
ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მარკ რი­უ­ტე აცხა­დებს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მას­შტა­ბუ­რი ტე­რაქ­ტი­სა და უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის აცი­ლე­ბა შეძ­ლეს. "ბოლო წლებ­ში ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმის შე­დე­გაც ძა­ლი­ან და­ზა­რალ­დნენ ბრი­ტა­ნე­თი, საფრ­ნა­გე­თი და გერ­მა­ნია..." – გა­ნა­ცხა­და მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა.
ბოლო ხა­ნებ­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში "გან­გა­შის სიგ­ნა­ლი" არა­ერ­თხელ გა­ის­მა. ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა არა­ერ­თი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვეს.
ambebi.ge

კანიე უესტმა სახელი შეიცვალა და Ye გახდა

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა სახელი შეიცვალა და Ye გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
41 წლის კანიემ სახელი დროებით შეიცვალა და ეს მის ახალ ალბომთანაა დაკავშირებული, რომელიც ივნისში გამოვიდა. მისი თქმით, ახალ სახელწოდებას Ye რელიგიური დატვირთვა აქვს და ბიბლიაში ის ნიშნავს სიტყვას "შენ."
imedinews.ge

ხონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს

ხონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სევრცეა გათვალისწინებული. ამ დრომდე, ცენტრის 30-მდე თანამშრომელი ერთ ოთახში იყო განთავსებული. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. ახალ შენობებში უკვე განთავსდა ფოთის და ბორჯომის რაიონული სამსახურები.
imedinews.ge

American Music Awards-ზე არეტა ფრანკლინს პატივს მიაგებენ

9 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში American Music Awards გაიმართება. საღამოზე არეტა ფრანკლინს პატივს მიაგებენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ საღამოზე სოულის დედოფლის პატივსაცემად სიმღერებს ისეთი ლეგენდები შეასრულებენ, როგორებიც: Gladys Knight, Ledisi, Mary Mary, Donnie McClurkin და CeCe Winans არიან.
არეტა ფრანკლინი 31 აგვისტოს დეტროიტში დაკრძალეს. მომღერალი უკანასკნელ გზაზე 130 ვარდისფერი კადილაკის თანხლებით გააცილეს. 
American Music Awards 2018-ის საღამო, ლოს-ანჯელესში 9 ოქტომბერს ჩატარდება. ნომინანტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
imedinews.ge

აშშ ერაყის ქალაქ ბასრაში საკონსულოს დახურვას გეგმავს

აშშ აცხადებს, რომ დახურავს საკონსულოს ერაყის ქალაქ ბასრაში, ირანის მთავრობის მხრიდან მუქარისა და იმ სარაკეტო თავდასხმების გამო, რომლის უკანაც, ვაშინგტონის ვარაუდით, ერაყში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი ექსტემისტები დგანან. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოსგანცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის მეზობელ ქვეყნებში მდებარე აშშ-ის დიპლომატიურ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებში იგი პირდაპირ ადანაშაულებს ირანს. ამ განცხადების ფონია ცოტ ხნის წინ ქალაქ ბასრაში, აშშ-ის საკონსულოსა და ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აშშ-ის საელჩოზე განცხორციელებული სარაკეტო თავდასხმები.
შენობებისა და პერსონალისათვის სარაკეტო თავდასხმებს ზიანი არ მიუყენებია, თუმცა ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ეს არის სერიოზული მუქარა ერაყში მომუშავე ამერიკელი დიმპლომატებისადმი. მაიკ პომპეო ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანსა და მასთან კავშირში მყოფ ექსტრემისტულ ძალებს აკისრებს და აცხადებს, რომ მსგავს თავდასხმებზე აშშ-ის პასუხი იქნება სწრაფი და შესატყვისი.
imedinews.ge

Saturday, September 29, 2018

დამანგრეველი მიწისძვრა და ცუნამი ინდონეზიაში - 400-მდე დაღუპული, მიწასთან გასწორებული კუნძულები...

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, კუნ­ძულ სუ­ლა­ვე­სი­ზე მომ­ხდა­რი მი­წისძვრი­სა და ცუ­ნა­მის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია ასო­ბით ადა­მი­ა­ნი. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლია 384-მდე ადა­მი­ა­ნი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­დო­ნე­ზი­ის სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.
არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლია 600-მდე ადა­მი­ა­ნი. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ ეტაპ­ზე ჯერ უც­ნო­ბია, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა მი­წისძვრამ გა­მო­იწ­ვია თუ ცუ­ნამ­მა.28 სექ­ტემ­ბერს, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში 7.5 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრამ ქა­ლაქ პა­ლუს სა­ნა­პი­რო­ებ­თან ცუ­ნა­მი გა­მო­იწ­ვია. სამი მეტ­რის სი­მაღ­ლის ტალ­ღებ­მა მთლი­ა­ნად წა­ლე­კა სუ­ლა­ვე­სის ცნო­ბი­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლა­ქი - პალუ. ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა და ტუ­რის­ტე­ბი სა­ნა­პი­რო­ზე ფეს­ტი­ვა­ლის გა­სა­მარ­თად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. სა­მოყ­ვა­რუ­ლო კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, რა სიძ­ლი­ე­რის ტალ­ღა ას­კდე­ბა სა­ნა­პი­როს და ანად­გუ­რებს შე­ნო­ბებს
ambebi.ge

ექვთიმე თაყაიშვილის 155 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას ეროვნული ბიბლიოთეკა მასპინძლობს

ექვთიმე თაყაიშვილის 155 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა მასპინძლობს. ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ბიბლიოთეკის დათვალიერება და გაცნობა საზოგადოებას ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შეუძლიათ.
კვირეულის ფარგლებში პირველად გაჟღერდება ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საცავში დაცული, კონსტანტინე გამსახურდიას, შალვა ამირანაშვილისა და მიხეილ ჭიაურელის ექსკლუზიური აუდიო ჩანაწერები.
ციკლი ასევე მოიცავს ბუბა კუდავას საჯარო ლექციას თემაზე „ტაო-კლარჯეთი, რომ არა ექვთიმე თაყაიშვილი“.
ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ტაო-კლარჯეთში ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციისას გადაღებული ისტორიული ძეგლების ფოტოები და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიზუალიზაციებია წარმოდგენილი.
imedinews.ge

რა თანხის დაზოგვა სჭირდება ადამიანს ყოველთვე, რომ პენსიაზე გასვლისას $1 მილიონი ჰქონდეს

ამერიკელების ნახევარი ფიქრობს, რომ პენსიაზე გასვლამდე 1 მილიონი დოლარი უნდა დააგროვო. ინფორმაციას ეკონომიკური ვებგვერდი NerdWallet-ი ავრცელებს. ამის შესახებ CNBC წერს
ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დატოვებს აშშ-ის მცხოვრები სამსახურს და ცხოვრების როგორ სტილს აირჩევს ოქროს ასაკში. მოქალაქემ შესაძლებელია ამაზე მეტი ან უფრო ნაკლებიც იმყოფინოს. იმ შემთხვევაში თუ ინდივიდს 1 მილიონი დოლარის დაგროვება სურს 67 წლამდე ყოველთვიურად დანაზოგი უნდა გააკეთოს.
რა ასაკში და რამდენი უნდა დავზოგოთ ყოველთვე, რომ 67 წლისა პენსიაზე გავიდეთ NerdWallet-ის გეგმა ასე გამოიყურება:
   20: $319 
   25: $440 
   30: $613 
   35: $864 
   40: $1,240 
   45: $1,831
   50: $2,831 
imedinews.ge

რატომ არის ოქტომბრის თვე განსაკუთრებული - რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ვერძი - ოქტომბერში როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთიერთობების თვალსაზრისით წარმატება გელოდებათ. იგრძნობთ უფრო მეტ თავდაჯერებულობას. სამსახურებრივი საქმიანობა გახდება უფრო სასიამოვნო. შესაძლოა საქმიანი ურთიერთობა სასიყვარულო კავშირში გადაიზარდოს. 15 ოქტომბრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან მჭიდრო კავშირი, რომლებთანაც ღრმა სულიერ სიახლოვეს გრძნობთ. სწორედ ამ შემთხვევაში შემოგთავაზებთ სამყარო ახალ შესაძლებლოებს. ეცადეთ, რომ სწორად გადაანაწილოთ დრო და გაუფრთხილდეთ მეგობრებს. 22 ოქტომბრიდან კი ბევრი სიახლე გელოდებათ, იგრძნობთ, რომ თითქოს თავიდან დაიბადეთ. 27 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებები კი დიდ ფინანსურ წარმატებას გპირდებათ.კურო - თქვენს პროდუქტიულობას და პროფესიონალიზმს სამსახურებრივ სფეროში ოქტომბერში დიდი გამოცდა ელის. შესაძლოა, საქმე გაგიორმაგდეთ და სწორედ პროფესიონალური ხედვის წყალობით მოახერხებთ სირთულეების დაძლევას. ოქტომბერი ბევრ ახალ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ. რომანტიკული ურთიერთობებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ, მაგრამ ამ მხრივ დიდი სირთულეები არ გექნებათ. სასიყვარულო ურთიერთობებში სტაბილურობაა მოსალოდნელი. 13 ოქტომბრიდან არის კარგი პერიოდი ახალი წინადადებების მისაღებად, ახალი საქმის დასაწყებად. 15 ოქტომბრიდან შეძლებთ საქმიანი, ბიზნეს ურთიერთობების იდეალურად დალაგებას.

...ტყუპები - ოქტომბერი, პირველ რიგში, მოგიტანთ პოზიტიურ განწყობას. შესაძლოა არ იცოდეთ რეალური მიზეზი კარგი განწყობის, მაგრამ მთელ თვეს მხიარულად გაატარებთ, დაძლევთ ყველანაირ შფოთვასა და დეპრესიას და ეს აბსოლუტურად ბუნებრივად, ვარსკვლავების გავლენით მოხდება. სწორედ ამის გამო გახდებით კიდევ უფრო კრეატიულები და სამსახურებრივ სფეროში მარტივად მიაღწევთ წარმატებას. ასტროლოგები ამბობენ, რომ შესაძლოა ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემებმა იჩინონთავი და იმისთვის, რომ ეს პრობლემები არ გართულდეს გირჩევენ, რომ არ უგულებელყოთ. იკვებეთ ჯანსაღად.

კირჩხიბი - ოქტომბერში წარსული შეგახსენებთ თავს. აუცილებლად გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში ადამიანები წარსულიდან, ძველი მეგობრები, უბრალო ნაცნობები. მოსალოდნელია, რომ ყოფილმა რომანტიკულმა პარტნიორმა შეგახსენოთ თავი, თუმცა ასტროლოგები მასთან ურთიერთობის გაახლებას არ გირჩევენ - წარსულს ნუ მისცემთ დაბრუნების უფლებას. 15 ოქტომბრიდან ემოციური თვალსაზრისით არამდგრადი პერიოდი გეწყებათ და ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ ემოციების გათვალისწინებით მიიღებთ, როს გამოც პრობლემები შეგექმნებათ. ყოველივე 24 ოქტომბრამდე გასტანს, ამ პერიოდში იპოვნით დამშვიდებისა და სხვადასხვა საკითხის სწორად გაანალიზების ძალას.

ლომი - დროა თქვენი ნამდვილი შესაძლებლობები, ძალა გამოავლინოთ და ყველას აჩვენოთ რა შეგიძლიათ. იყავით უფრო შემოქმედებითები და სამყარო აუცილებლად მოგცემთ წარმატების მომტან შესაძლებლობებს. ოქტომბერი შესანიშნავი პერიოდია თქვენი ყველაზე თამამი მიზნების მისაღწევად. მოსალოდნელია, რომ დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებთ. ასტროლოგების განმარტებით, თუ ქორწინებას ამ პერიოდში გადაწყვეტთ, ის აუცილებლად იქნება წარმატების მომტანი. უფრო მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს.

ქალწული - ფინანსური ანალიზის უნარი თქვენი თანდაყოლილი ნიჭია და ამ უნარს ოქტომბერში შესანიშნავად გამოიყენებთ. მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი შემოსავალი. გაჩნდება ფულის ისეთი წყარო, რომელიც ერთგვარი მოულოდნელობა იქნება თქვენთვის. წარუმატებლობა და არასტაბილურობა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობებში. გირჩევთ, რომ არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები. ამ თვალსაზრისით რთული პერიოდი 27 ოქტომბერს დასრულდება.

სასწორი - ოქტომბერი თქვენი თვეა. განსაკუთრებით წარმატებული იქნებით იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციის უნარს კიდევ უფრო გაიუმჯობებთ. რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია - სწორედ ეს იქნება თქვენი წარმატების გარანტი. მთელი თვე ხელსაყრელი და წარმატების 
მომტანი წინადადებებით იქნება სავსე. შემოსავლის გაზრდას უნდა ელოდოთ 22 ოქტომბრიდან.

მორიელი - სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით თქვენთვის რთული თვეა. ეს იქნება კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით სავსე თვე და უმნიშვნელოვანესია, რომ შეძლოთ ემოციების კონტროლი. შესაძლოა, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე უარის თქმაც კი მოგიხდეთ, მაგრამ ასტროლოგების თქმით, თუ ხედავთ, რომ ვიღაც ცხოვრებას გირთულებთ, სჯობს არ იდარდოთ, ისე მიიღოთ მისი გაშვების გადაწყვეტილება. ეცადეთ მშვიდ ადგილას გაატაროთ უფრო მეტი დრო და როგორმე გაერიდოთ ცხოვრების დაძაბულ რეჟიმს. 25 ოქტომბრიდან რთული სიტუაცია თანდათან გამოსწორდება.

მშვილდოსანი - თქვენ წინ შესანიშნავი თვე გელოდებათ, ოცნებების ასრულების და მიზნების მიღწევის დრო დადგა. შესაძლოა ლიდერის პოზიციაზე აღმოჩნდეთ. გაატარეთ უფრო მეტი დრო მეგობრების გარემოცვაში და შეიძინეთ ახალი მეგობრები. 13 ოქტომბრიდან შესანიშნავი პერიოდია ახალი საქმის წამოსაწყებად, ეს საქმე აუცილებლადიქნება წარმატებული. ასტროლოგები გირჩევენ, რომ უფრო ხშირად დაკავდეთ მედიტაციით და განიმტკიცოთ თვითრწმენა. თვის ბოლოს სასიყვარულო ურთიერთობებში გელოდებათ წარმატება. მოსალოდნელია, რომ გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენი რომანტიკული პარტნიორი გახდება.

თხის რქა - მთელი წელი სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით რთული პერიოდი გაქვთ და ოქტომბერიც არ იქნება გამონაკლისი, თუმცა შედარებით ამოისუნთქებთ. შეძლებთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას, თუმცა შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის. ეს თქვენი გამოცდაა, რომელსაც ემოციების მართვის შემთხვევაში აუცილებლად გაუმკლავდებით.

მერწყული - კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, აღმოჩენებისთვის, ახალი მეგობრების შეძენისთვის. ოქტომბერში შეძლებთ იპოვნოთ საკუთარი თავი, მიხვდებით თუ რა გინდათ სინამდვილეში. გჭირდებათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. ეცადეთ, თავი აარიდოთ ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობებს, უფრო მეტი დრო გაატარეთ მარტომ. შესაძლოა, უცხოელი რომანტიკული პარტნიორი გაიჩინოთ და ეს სასიყვარულო ურთიერთობა აუცილებლად იქნება წარმატებული.

თევზები - გააგრძელეთ ინტუიციის მიხედვით ცხოვრება, ენდეთ შინაგან ხმას და აუცილებლად იქნებით წარმატებულები. ოქტომბერში თქვენს ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს, უფრო მკაფიოდ გაარჩევთ მოღალატე და ერთგულ ადამიანებს. სასიყვარულო ურთიერთობები ბედნიერებას მოგიტანთ, ფინანსური კუთხით კი სტაბილურობა შენარჩუნდება
dainteresdi.ge

7 ცვლილება, რომელიც საქართველოში პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება

მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა ამოქ­მედ­დე­ბა, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი კი თით­ქმის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხე­ბა. „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან და­გეგ­მილ რე­გუ­ლა­ცი­ებს წარ­მოგ­ვიდ­გენს:

ტაქ­სე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბა

1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ტაქ­სის სერ­ვი­სით მომ­სა­ხუ­რე­ბა ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე იკ­რძა­ლე­ბა. რო­გორც თბი­ლი­სის ტაქ­სის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ამ დრო­ის­თვის დე­და­ქა­ლაქ­ში ტაქ­სის სერ­ვი­სით მომ­სა­ხუ­რე­ბის 9 659 ნე­ბარ­თვაა გა­ცე­მუ­ლი. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის ტაქ­სე­ბი, რო­მელ­თაც შე­სა­ბა­მი­სი რე­გის­ტრა­ცია არ ექ­ნე­ბათ გავ­ლი­ლი, 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან 200 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მე-3 ფაზა

1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის მე­სა­მე ფაზა ამოქ­მედ­დე­ბა. კერ­ძოდ, ოქ­ტომ­ბრი­დან ინ­სპექ­ტი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის, რომ­ლის ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბა 3,000 კუ­ბუ­რი სმ ან მე­ტია. პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის სა­ინ­ფორ­მა­ციო ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, შექ­მნი­ლია ცხე­ლი ხაზი (1484), რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:00- დან 18:00 სა­თამ­დე.

პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის აკ­რძალ­ვა

1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ცია დას­ჯა­დი ხდე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად აკ­რძალ­ვა 15 მიკ­რონ­ზე ნაკ­ლე­ბი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა, უკვე 2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან კი ნე­ბის­მი­ე­რი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია აიკ­რძა­ლე­ბა.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ით. გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა კი მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რით გა­მო­იწ­ვევს, ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ით.

რე­დი­ტის აღე­ბის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბა

ოქ­ტომ­ბრი­დან ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის კრე­დი­ტის აღე­ბის პრო­ცე­სი მარ­ტივ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სეს­ხის გა­ცე­მი­სას, შე­მო­სავ­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­სა და კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს შო­რის რე­ა­ლუ­რი დრო­ის რე­ჟიმ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მოც­ვლის სის­ტე­მა ამოქ­მედ­დე­ბა, რაც გა­ა­მარ­ტი­ვებს სეს­ხის აღე­ბის პრო­ცესს იმ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის, რო­მელ­თაც დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი გა­აჩ­ნი­ათ
ambebi.ge