Friday, September 21, 2018

პეტრო პოროშენკომ BBC-ის ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ BBC-ის სასამართლოში უჩივლა. სარჩელი მან დიდ ბრიტანეთში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ BBC-მ გავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პოროშენკომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის სანაცვლოდ 400 ათასი დოლარი გადაიხადა.
„საჩივარში, რომელიც დიდი ბრიტანეთის სასამართლოში შევიდა, პოროშენკოს ადვოკატები BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ამ პუბლიკაციამ უკრაინის პრეზიდენტის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა. პოროშენკოს ადვოკატების განცხადებით, BBC-ს არ აქვს მტკიცებულება, რის საფუძველზეც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლებოდა“, - წერია სტატიაში.
ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტებს შორის აუდიენცია 2017 წლის ივნისში თეთრ სახლში შედგა. პოროშენკოს უკრაინაში დაბრუნებიდან მალევე კი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის პოლ მანაფორტის წინააღმდეგ უკრაინაში გამოძიება შეწყდა.
ცნობილია, რომ პოლ მანაფორტი, ევროპელ პოლიტიკოსებს უკრაინის ლობირებისთვის თანხას უხდიდა.  ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ახალ საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი. საბრალდებო ოქმის თანახმად, 2012-2013 წლებში პოლ მანაფორტმა ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის მხარდასაჭერად ევროპელ მაღალჩინოსნებს ორნახევარ მილიონზე მეტი გადაუხადა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment