Saturday, September 22, 2018

მიკ შუმახერი „ფორმულა - 3“-ის ლიდერი გახდა

გერმანელი მრბოლელი მიკ შუმახერი ფორმულა 3-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას მიაღწია და საერთო ჩათვლის ლიდერი გახდა.
ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა დისტანცია 34 წუთსა და 25,147 წამში გაიარა. ამ მომენტისთვის, უმცროს შუმახერს 286 ქულა აქვს და 18 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს დანიელ ტიკტამს.
უფროსი შუმახერი „ფორმულა-1"-ში 1991 წლიდან 2006-მდე და 2010-დან, 2012 წლამდე გამოდიოდა. ამ დროის განმავლობაში, ის შვიდგზის ჩემპიონი გახდა.
48 წლის სპორტსმენი 2013 წლის დეკემბერში საფრანგეთის მთებში სრიალისას მძიმედ დაშავდა, მან თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო, ჯერ კიდევ ვერ დადის და დახმარების გარეშე ფეხზე ვერ დგება. ამბობენ, რომ მას მცირე დოზით მეხსიერების პრობლემა აქვს, თუმცა ემოციების გამოხატვის უნარი დაუბრუნდა. 
imedinews.e

No comments:

Post a Comment