Sunday, September 23, 2018

სირიაში ISIS-ის წევრი ბრიტანელი ექიმი დააკავეს

სირიაში დააკავეს ექიმი, რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობდა, 4 წლის წინ ჩავიდა სირიაში და ISIS-ის წევრი გახდა. ამის შესახებ BBC წერს. 
ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც სირიაში, სავარაუდოდ ხაჯინის ციხეში ქურთმა სამხედროებმა გადაიღეს. ამ ციხეს აშშ-ის სპეციალური სამხედრო ძალები იცავს.
ვიდეოში ჩანს კაცი სახელად ანვარ მია. ვიდეოში მას თვალები აქვს ახვეული და ისე საუბრობს. 
ოფიციალურმა უწყებებმა თავიდანვე არ დაადასტურეს მისი კავშირი ISIS-თან.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment