Friday, September 21, 2018

ბორჯომს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს

ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შენობაში პერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი.
ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო  და კომპიუტერული ინვენტარით. ამ დრომდე, ცენტრის 50-მდე თანამშრომელი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო პიროებები არ არსებობდა.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობით განხორციელდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment