Saturday, September 22, 2018

როგორ შეცვალა ქარიშხალმა „ფლორენსმა“ აშშ-ის სანაპიროები. ფოტოები

აშშ-ისთვის ქარიშხალ „ფლორენსის“ მიერ მიყენებულმა ზარალმა 38-დან 50 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. საუბარია უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის მიყენებულ ზიანზე, ასევე, იმ შემოსავლებზე, რაც ადგილობრივმა საწარმოებმა ვერ მიიღეს. სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული საერთო თანხა 1,7-დან 5 მილიარდ დოლარამდეა.
ქარიშხალი აშშ-ს 14 სექტემბერს დაატყდა თავს. მას თან წყალდიდობები სდევდა. ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატები სტიქიის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. ბოლო მონაცემებით, ქარიშხალს 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
CNN-მა გამოაქვეყნა 2014 წელსა და 2018 წლის 17 სექტემბერს გადაღებული ფოტოები იმის აღსაწერად, თუ როგორ შეცვალა ქარიშხალმა ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროები.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment