Friday, September 21, 2018

კარიკატურისტმა რონალდუს წითელი ბარათის ეპიზოდი დახატა

ცნობილმა კარიკატურისტმა ომარ მომანიმ თავისი მორიგი ნამუშევარი კრიშტიანუ რონალდოს მიუძღვნა. კარიკატურაში კარგად არის გამოსახული "ვალენსია" - "იუვენტუსის" მატჩის 29-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი, როცა რონალდომ მასპინძელთა მცველს, ჯეისონ მურილიოს თმებზე ხელი მოქაჩა, რის გამოც შეხვედრის გერმანელმა არბიტრმა ფელიქს ბრიხმა პორტუგალიელი ვარსკვლავი მოედნიდან გააძევა.
საინტერესოა, რომ რონალდოსთვის ეს კარიერაში ჩემპიონთა ლიგაში პირველი წითელი ბარათია და თუ რამდენი მატჩის გამოტოვება მოუწევს 33 წლის ფეხბურთელს, ამის შესახებ უეფას სადისციპლინო კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment