Saturday, September 22, 2018

მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკის შტატ ჩიაპასში Heraldo de Chiapas-ის ჟურნალისტი მოკლეს. სახლიდან გამოსულ მარიო გომესს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოტოციკლეტიდან ესროლეს. მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ის გვიან ღამით გარდაიცვალა. 
ცნობილია, რომ მანამდე ჟურნალისტმა მის მიმართ მუქარის შესახებ პროკურატურას მიმართა.
მექსიკის ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2000 წლის შემდეგ ქვეყანაში სულ 138 ჟურნალისტია მოკლული, 21 კი - უგზო-უკვლოდ დაკარგულია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment