კანადური კომპანია, რომელმაც რეალიზაციაზე ლიცენზია მოიპოვა, კანაფის შემფასებელს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეგანთავსდა. ვაკანტურ ადგილზე იმ ადამიანებს იწვევენ, ვინც კანაფის ხარისხში კარგად ერკვევა და შესაბამისად, არც მისი შეფასება გაუჭირდება.
კომპანია დასაქმებულს საუკეთესო პირობებს სთავაზობს. ვაკანტური ადგილის დაკავების შემთხვევაში, თანამშრომელს თვეში მხოლოდ 12 საათი მოუწევს მუშაობა და მისი ანაზღაურება საათში 50 დოლარი იქნება.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კანადურმა გამოცემებმა, კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიას „ოცნების სამსახურიც“ კი უწოდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment