Sunday, December 9, 2018

ირანში ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 10 პირი დააკავეს

ირანის უსაფრთხოების ძალებმა დააპატიმრეს 10 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ქვეყნის დასავლეთში კვირის ბოლოს მომხდარ თავდასხმასთან კავშირში. ამის შესახებ Channelnewsasia წერს.
„მოპოვებული გვაქვს კარგი სამხილები და საზოგადოების დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ მოთავეებამდე გავალთ“, - უთხრა სისტან-ბელუჯისტანის პროვინციის პოლიციის უფროსმა, ჰოსეინ აშტარიმ სააგენტო „ირნას.
სულ მცირე პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა და 40 ადამიანი დაიჭრა 6 დეკემბერს, საპორტო ქალაქ ჩეჰბეჰარის პოლიციის სამმართველოს გარეთ მომხდარი აფეთქების შედეგად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა სუნიტ ჯიჰადისტთა ჯგუფმა, ანსარ ალ-ფურქანმა, რომელიც ხშირად აწყობს თავდასხმებს უსაფრთხოების ძალებზე სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში
imedinews.ge

No comments:

Post a Comment