Sunday, December 9, 2018

კვლევა: დიდხანს ძილი გულის დაავადებების რისკს ზრდის

ძილთან დაკავშირებით ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც გადაჭარბებული ან მცირე დროით ძილი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე და შესაძლოა ნაადრევი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ამის შესახებ Focus-ი წერს.
კვლევა 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 116 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. შედეგები ჟურნალ European Heart Journal-ში გამოქვეყნდა.
კვლევის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეში 8-9 საათი სძინავთ, გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 5%-ით მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც 6-8 საათი სძინავს.
კვლევის მიხედვით, ასევე გაირკვა, რომ ადამიანებს, რომელთაც 9-10 საათი სძინავთ, გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი 17%-ით ეზრდებათ. ვისაც 10 საათზე მეტი სძინავს, რისკი 41%-ს აღწევს. 
რაც შეეხება ძილის ნაკლებობას, მათ ვისაც 6 საათზე ნაკლები სძინავს 9%-ით ეზრდებათ გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment