Tuesday, December 11, 2018

გრიპის ვირუსის 10 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა

საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„ჩვენს ვებგვერდზე ნახავთ, რომ გრიპის ვირუსი ჩვენს ქვეყანაში დადასტურებულია. ლაბორატორიულად დადასტურებული დაახლოებით 10 შემთხვევა უკვე გვაქვს. მოსახლეობას ამ თვალსაზრისით მოვუწოდებთ, რომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დაიცვას - აცრა არის ყველაზე უკეთესი პრევენციული ღონისძიება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია ზოგადი ჰიგიენური ნორმების დაცვა, ოთახის განიავება და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ოჯახის ექიმისთვის მიმართვა.

No comments:

Post a Comment