Tuesday, December 11, 2018

ბიძინა ივანიშვილმა 44,000 ლარი გამინულა" - რას ყვება ქალი, რომელიც ქმარმა ორი შვილით და ბანკის ვალით დატოვ ა

სოციალური ქსელის მომხმარებელი მეკო კვაჭანტირაძე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 44,000 ლარი გაუნულა და ამით დაამტკიცა თავის ერისკაცობა.
ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ მეუღლემ ის და მისი შვილები მიატოვა. ამასთან, თავის სახელზე გამოტანილი სესხიც მას დაუტოვა გადასახდელად. 
"ჩემმა ყოფილმა ქმარმა ზურაბ მაჩაიძემ დამიტოვა საზრდელად შვილები და 44 000 ლარი საქართველოს ბანკში ვალი რომელიც 2008 წელს ჩემ სახელზე გამოიტანა და რა თქმა უნდა აღარც გადაიხადა. ამის მერე მეგრელ ლტოლვილ “მრუშ” ქალთან ერთად, რომელიც ძალით დაორსულდა და მისმა ბარიგა მამამ აიძულა ცოლად მოეყვანა ჩემი ცოლობის პერიოდში, ამის მერე წავიდა ამერიკაში საცხოვრებლად და დამიტოვა შვილები სარჩენად და 44 000 ლარი გადასახდელად. არც კი კითხულობს ბავშვებს ისეთი უვარგისია, ეს ყველაფერი უკან დავტოვოთ და რატომ ვწერ ამ პოსტს... "ქართუ ბანკის" სიაში აღმოვჩნდი, რომელიც გამინულეს და აღარ ვარ შავ სიაში ,, როგორ ვამაყობ რომ ჩემი ხმა სწორად მივეცი არჩევნებზე, სრულიად უცხო ადამიანმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამათავისუფლა და ბედნიერი ახალი წელი აჩუქა ჩემს შვილებს. მთელი ცხოვრება ჩემი ოჯახი მის ლოცვაში იქნება სანამ ვიცოცხლებ. გაიხაროს თავისი შვილებით და 100 წელი იცოცხლოს. ბიძინა ყოფილა ერის კაცი. ვინც უარყოფით კომენტარს დამიწერს პასუხსაც არ გაგცემთ ეგრევე მიგაბლოკავთ წინასწარ იცოდეთ მაინც" - წერს მეკო კვაჭანტირაძე.
სასესხო ვალდებულებების განულების პროგრამა მთავრობის ინიციატივით 15 დეკემბერს დაიწყო. 
პრემიერის განცხადებით, ვებგვერდზე ყოველდღიურად დაემატება მომხმარებელთა ბაზები და 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე პერიოდულად მოხდება მოქალაქეების ,,შავი სიიდან'' ამოღება.
ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს ახალ წლამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. ეს ერთჯერადი პროგრამაა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბანკებისაგან ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით გამოისყიდის.

Primetime.ge




No comments:

Post a Comment