Saturday, December 8, 2018

თბილისში 9 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

9 დეკემბერს, თბილისში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცე “Event Square” უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი Facebook გვერდზე ავრცელებს
გამოფენაზე საქართველოში წარმოებულ შოკოლადთან ერთად სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ნაწარმიც იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე მისული დამთვალიერებელი ცხელი შოკოლადის დაგემოვნებას შეძლებს. მოეწყობა შოკოლადის შადრევანი. 
სტუმრების სადღესასწაულო განწყობაზე სანტა კლაუსი და ელფები იზრუნებენ. 
შოკოლადის ფესტივალზე დასწრებას ადგილობრივები და ტურისტები 12:00 საათიდან 18:00-მდე შეძლებენ. ღონისძიების ბოლოს ნაძვის ხეს საზეიმოდ გაანათებენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment