Saturday, December 8, 2018

საფრანგეთის პრემიერი მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრემიერმინისტრი ედუარდ ფილიპი მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება მთავრობის მეთაურმა მასშტაბური არეულობისა და დაკავებების ფონზე გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს.
მანამდე პარიზში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა 135, ხოლო დააკავეს ათასამდე ადამიანი. წინა კვირის მსგავსად, პარიზში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მიერ ორგანიზებული აქცია არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს ვიტრინები, დაწვეს მანქანები და ნაგვის ურნები.
 ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოებას 89 ათასამდე სამართალდამცველი იცავს.
საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში საქართველოს საელჩოც აფრთხილებს.
ბენზინის ფასის გაზრდის გამო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტი საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო, რომელიც დემონსტრანტებისა და პოლიციელების შეტაკებებში, დარბევასა და მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა. ამ აქციების დროს სულ 4 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. 
დეტალურ ინფორმაციას „ყვითელი ჟილეტების“ შესახებ, რომლებიც საფრანგეთში არეულობას აწყობენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment