Friday, December 7, 2018

ვინ იყო მოტოციკლის მძღოლი, რომელიც ორთაჭალაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი, რო­მე­ლიც ორ­თა­ჭა­ლა­ში ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა "სო­კა­რის" სა­თა­ვო ოფი­სის მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და. ერ­თმა­ნეთს მო­ტო­ციკ­ლი და მცი­რე ზო­მის სატ­ვირ­თო შე­ე­ჯახ­ნენ. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი 32 წლის და­ვით ხმა­ლა­ძეა.
რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს ავ­ტო­მო­ბი­ლის, ტრამ­ვა­ის, ტრო­ლე­ი­ბუ­სის, ტრაქ­ტო­რის ან სხვა მე­ქა­ნი­კუ­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა იმის მიერ, ვინც ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.
ambebige.


No comments:

Post a Comment