Saturday, December 8, 2018

ნინო კალანდაძე: ჩვენში უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა

შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? არცთუ პარადოქსალურად სულ ერთიდაიგივე ვირთხებია ესენი ოღონდ. ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან. თაიმინგიც ისევ მრავლისმთქმელია და კონტექსტიც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე წერს.
კალანდაძის შეფასებით, „უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა“.
„ასეა: გამომძალველთან მოლაპარაკებას ბუმერანგის ეფექტი აქვს - სანამ ძლიერი ხარ დროებით გიფრთხის და როცა ყველაზე სუსტი ხარ, მაშინ მოგაჭერს. აბა, სხვამხრივ უფასოს და მუდამ გამორჩენაზე მყოფს სხვა რა ინტერესი აქვს? ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა. სხვისი არ ვიცი და ჩემი დეჟავიუ, მგონი, აწი იწყება“ - წერს კალანდაძე.
7 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს
მისი განმარტებით, ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment