Thursday, December 13, 2018

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი ტერმინალის მშენებლობაზე განცხადება გაკეთდა. კომერციული დირექტორის თქმით, ინვესტორთან და ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ უცობია როდის დაიწყება მშენებლობა.
ილიას მუკატოვის თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი დოლარი იქნება, ხოლო პორტის ტვირთბრუნვა მილიონ 200 ათასი ტონით გაიზრდება. მისივე თქმით, პროექტი გარემოსდაცვით სტანდარტებს დააკმაყოფლებს, საუბარია კარბამიდის ტერმინალზე.
პორტში მიზანიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებაზეც საუბრობენ. შეგახსნებთ, რომ პორტის თანამშრომლებმა სწორედ ამ ტერმინალის მშნებლობის წინააღმდეგ დააანონსეს აქცია.
ტერმინალის მშენებლობა პორტის თანამშრომლებმა დაახლოებით ერთი თვის წინაც გააპროტესტეს. ისინი ეჭვობენ, რომ ქიმიური ტერმინალი ქალაქში მომწამვლელი ნივთიერებების გავრცელებას შეუწყობს ხელს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment