Thursday, December 13, 2018

თამბაქოს მოწევის კანონს ყველაზე მეტად საჯარო სტრუქტურებში არღვევენ

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს 96% იცავს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ რადიო „იმედის“ გადაცემა „ეკონომიქსში“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში სამართალდარღვევის მხოლოდ 4% გამოვლინდა და აქედან ყველაზე მეტი დარღვევას თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით საჯარო სტრუქტურებში ვხვდებით.
"არის რამდენიმე დაწესებულება, სადაც თამბაქოს კაბინეტებში ეწევიან, თუმცა საერთო ფონზე ეს მაინც ერთეული შემთხვევაა, ამ მხრივ უფრო კარგი ვითარება კერძო სექტორშია, ბარებსა და რესტორნებში კანონს იცავენ და ეს მომხმარებლის დამსხაურებაც არის“, - აღნიშნა ღვინიანიძემ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ყველაზე მძლავ კანონად შეაფასა, - აცხადებს ღვინინიძე და იმედოვნებს, რომ ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.
2018 წლის პირველი მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment