Monday, December 10, 2018

"პანკისს პატრონი არ ჰყავს!" - რას ყვება ქისტი ისტორიკოსი გამსახურდია-შევარდნაძესთან ურთიერთობაზე და ხეობის პრობლემებზე

პან­კი­სის ხე­ო­ბა ყო­ველ­თვის თუ არა, ბოლო წლე­ბია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ზოგი მი­იჩ­ნევს, რომ მას ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო ბო­ლომ­დე ვერ აკონ­ტრო­ლებს...
წლე­ბის შემ­დეგ, პან­კი­სის ხე­ო­ბის მკვიდ­რი, 74 წლის ის­ტო­რი­კო­სი ელ­დარ ბორ­ჩაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პან­კის­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში ჯერ კი­დევ 80-იანი წლე­ბი­დან არის ჩარ­თუ­ლი, დუ­მილს არ­ღვევს და ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბულ ძველ და ახალ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს...
- სო­ფელ დუ­ის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჩემი თხოვ­ნით, თე­ლა­ვის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მა­ნა­წი­ლეს... 1980-იან წლე­ბის ბო­ლოს, იმა­ვე სას­წავ­ლე­ბელ­ში მას­წავ­ლებ­ლად, დო­ცენ­ტად და პრო­ფეს­ო­რად ვმუ­შა­ობ­დი. მალე პრო­რექ­ტო­რის ვა­კან­სია გა­თა­ვი­სუფ­ლდა და მა­შინ­დე­ლი წე­სის თა­ნახ­მად, ამ პოსტზე მო­სახ­ვედ­რად მსურ­ველს კენ­ჭი უნდა ეყა­რა.
რად­გან ქის­ტი ვი­ყა­ვი, პრობ­ლე­მე­ბი შემ­ხვდა, რის გა­მოც, "ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­თან ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან გა­დავ­წყვი­ტე შეხ­ვედ­რა. სხვა­ნურ კოშკში, მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შემ­ხვდნენ, შემ­დეგ კი, თა­ვად გამ­სა­ხურ­დი­აც ვნა­ხე და მისი პი­რა­დი ჩა­რე­ვით, პრო­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ამირ­ჩი­ეს... იმ პე­რი­ოდ­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბედი გა­და­წყვე­ტი­ლი იყო. რეს­პუბ­ლი­კე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ... მე მთე­ლი სა­ნა­თე­საო და სა­ახ­ლობ­ლო ჩეჩ­ნეთ­ში მყავ­და (ახ­ლაც მყავს, მაგ­რამ ვი­ზე­ბის გამო მათ ნახ­ვას ვერ ვა­ხერ­ხებ) და ზვი­ა­დის და­ვა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩეჩ­ნეთს შო­რის კავ­ში­რე­ბი, სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტია და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბა მე­ვა­ლე­ბო­დაეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში" იყა­ვით ჩარ­თუ­ლი?
- არა, მე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ქის­ტი ვარ. ეს ჩემი სამ­შობ­ლოა და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ჩემი რე­სურ­სი ბო­ლომ­დე და­მე­ხარ­ჯა. ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის წლებ­ში კი არა, გა­ნათ­ლე­ბა ქის­ტებ­ში ახ­ლაც არ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რა­შიც ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვა­და­ნა­შა­უ­ლებ... ამა­სო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ავირ­ჩი­ეთ. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვამ­დე, რამ­დენ­ჯერ­მე მო­მი­წია გროზ­ნო­ში, ჯო­ხარ დუ­და­ევ­თან შეხ­ვედ­რა. ბევრ თე­მას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, ერთ-ერთი, აფხა­ზე­თის სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩე­ჩე­ნი ბო­ე­ვი­კე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იყო.
ზვი­ა­დი ჯო­ხარს სთხოვ­და ჩეჩ­ნე­ბი სა­ომ­რად არ წა­სუ­ლიყ­ვნენ... ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თხოვ­ნას გა­დავ­ცემ­დი, თა­ვად დუ­და­ე­ვი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის­თვის მო­მი­წია იმის ახ­სნა, აფხა­ზე­თი ის­ტო­რი­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აა-მეთ­ქი. აფხა­ზე­ბი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ჩვენ, თქვენს ძმებს, მუს­ლიმ აფხა­ზებს ქარ­თვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი გვა­ვიწ­რო­ე­ბე­ნო... ამა­ში, ჩარ­თუ­ლი იყო რუ­სე­თიც.
ჯერ კი­დევ 1989 წელს, "სრუ­ლი­ად ჩე­ჩენ­თა მსოფ­ლიო ყრი­ლო­ბა" გა­ი­მარ­თა და პან­კი­სი­დან მე წა­ვე­დი, აფხაზ სე­პა­რა­ტის­ტთა მა­შინ­დე­ლი ლი­დე­რი კონ­სტან­ტი­ნე ოზ­გა­ნი, სერ­გეი შამ­ბა, ასე­ვე, ჩეჩ­ნე­თის "ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ზე­ლიმ­ხან იან­დარ­ბი­ე­ვი და სხვე­ბი დამ­ხვდნენ... ეს მათი ერ­თი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლუ­რი ყრი­ლო­ბა იყო, სა­დაც აფხა­ზე­ბი თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ტით იყ­ვნენ მო­სუ­ლი - იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა უნ­დო­დათ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეკო­ნო­მი­კაც გვექ­ნე­ბაო... იან­დარ­ბი­ევს ავუხ­სე­ნი - აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აა-მეთ­ქი, მაგ­რამ არ გაჭ­რა. ამის შემ­დეგ, პი­რა­დად დუ­და­ევს შევ­ხვდი და აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მი­წაა-მეთ­ქი. ის მა­შინ ჯერ კი­დევ არ იყო ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი...
შემ­დეგ­ში, 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც აფხა­ზე­თის ომი და­ი­წყო, ჯო­ჰა­რი უკვე ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი პირი იყო. მან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ნის­ტრი, მუსა თე­მი­შე­ვი აფხა­ზეთ­ში გაგ­ზავ­ნა და იქ მყო­ფი 200-მდე ჩე­ჩე­ნი ბო­ე­ვი­კი გა­მო­იყ­ვა­ნა. თუმ­ცა, შემ­დეგ, რო­დე­საც გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ამ­ხეს, სი­ტუ­ა­ცია მალე ჩეჩ­ნეთ­შიც შე­იც­ვა­ლა და აფხა­ზეთ­ში ჩე­ჩე­ნი ბო­ე­ვი­კე­ბი მა­ინც ჩა­ვიდ­ნენ... იმ წლებ­ში მა­შინ­დელ­მა ქარ­თველ­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ახ­ლაც გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რე­ბი არი­ან, მთხო­ვეს, ჩე­ჩე­ნი მე­ომ­რე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნე აფხა­ზეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბის მხა­რეს იბ­რძო­ლო­ნო. უარი ვუ­თხა­რი. ეს არ იყო ჩემი საქ­მე...
ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის შემ­დეგ, თე­ლა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი პრო­რექ­ტო­რად არ­ჩე­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ, ჩემს ად­გილს, ად­გი­ლობ­რივ ქისტს, გვა­რად გუ­მაშ­ვილს შეჰ­პირ­დნენ. ამის­თვის კი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი უნდა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ. 1992 წლის მა­ის­ში, სას­წავ­ლე­ბელ­ში თბი­ლი­სი­დან წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ჩა­მო­ვი­და. დე­რე­ფან­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი შევ­ნიშ­ნე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში უკვე ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე იყო... ამ­ბობ­დნენ, ჩეჩ­ნე­თი­დან პან­კი­სის, ბორ­ბა­ლოს გზით, დუ­და­ე­ვის დახ­მა­რე­ბით, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, ია­რა­ღი­თა და ტექ­ნი­კით აპი­რებს შე­მოს­ვლას; პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სამ­ხედ­რო შტა­ბია გახ­სნი­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლიო... არა­და, შტა­ბი კი არა, ჩეჩ­ნე­თის სა­ზღვრის­კენ ისე­თი სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კე­ბია, ცხე­ნით თუ შე­მო­ვა ადა­მი­ა­ნი. ეს იცოდ­ნენ, მაგ­რამ ასე სჭირ­დე­ბო­დათ. მა­შინ­დელ­მა პრე­ფექ­ტმა მე­რაბ ხი­და­შელ­მა დას­ძი­ნა, ბორ­ჩაშ­ვი­ლი პან­კი­სის ამ­ბებს არას­დროს მე­უბ­ნე­ბა, - გუ­მაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბი­თო...
- და­ჭე­რას გი­პი­რებ­დნენ?
- დიახ... მე­ო­რე დი­ლით, ახ­მე­ტი­დან ახ­ლო­ბე­ლი მო­ვი­და, - მა­შინ­დე­ლი შს წარ­მო­მად­გე­ნელს გივი კვან­ტა­ლი­ანს და­სა­ჭერ­თა სი­ა­ში უწე­რი­ხართ და აქა­უ­რო­ბას გა­ე­რი­დე­თო. გა­დავ­წყვი­ტე კვან­ტა­ლი­ა­ნი მე­ნა­ხა და დე­ტა­ლუ­რად ვუ­ამ­ბე - სად, რა და­ვა­ლე­ბით ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი... ორი კვი­რის შემ­დეგ, თე­ლა­ვის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ზურა სი­მო­ნიშ­ვი­ლი და­მი­კავ­შირ­და, ხვალ, დი­ლის 9 სა­ათ­ზე, პრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს­თან უნდა ვი­ყო­თო... მა­შინ მთავ­რო­ბა იმე­ლის შე­ნო­ბა­ში იყო, მე­სა­მე სარ­თულ­ზე. ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა კაი ხანს მი­ყუ­რა და შემ­დეგ მკი­თხა, - რო­გორ არი­ან ჩემი ქის­ტე­ბიო... მა­საც იგი­ვე ვუ­თხა­რი, რაც კვან­ტა­ლი­ანს.
შე­ვარ­დნა­ძეს ჯო­ხარ დუ­და­ევ­თან უნ­დო­და შეხ­ვედ­რა და დახ­მა­რე­ბა შევ­თა­ვა­ზე - ეს სა­კი­თხი ჯერ­ჯე­რო­ბით დღის წეს­რიგ­ში არ დგას, თუმ­ცა, დად­გე­ბაო... პირ­და­პირ ვუ­თხა­რი - თქვენ და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ქარ­თვე­ლე­ბი ხართ, მე ქის­ტი ვარ და მხო­ლოდ შე­რი­გე­ბის საქ­მე­ში შე­მიძ­ლია თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა, სხვას ნუ­რა­ფერს ელო­დე­ბით-მეთ­ქი... თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებს უთხრა, ნომ­რე­ბი მი­ე­ცით და და­ეხ­მა­რე­თო...
- დაგ­ჭირ­დათ მათი დახ­მა­რე­ბა?
- ისი­ნი მი­რე­კავ­დნენ, პან­კის­ში ვი­თა­რე­ბის გა­სარ­კვე­ვად და და­სამ­შვი­დებ­ლად... ყვე­ლა­ფერს დღე­საც ვერ ვი­ტყვი, თუმ­ცა, ჯო­ხარ დუ­და­ევ­თან ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბარ­ტე­რუ­ლად მო­წო­დე­ბის თემა მე მო­ვაგ­ვა­რე. იმ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი იყო და ჯო­ხარ დუ­და­ე­ვი რო­გორ­ღაც და­ვი­ყო­ლიე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი, ბენ­ზი­ნი, დი­ზე­ლი - ბარ­ტე­რით მი­ე­წო­დე­ბი­ნა. მა­შინ, რო­დე­საც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია იქ ჰყავ­და შე­ფა­რე­ბუ­ლი, ნავ­თობს გვაწ­ვდი­და.
- რის ფა­სად?
- ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის - ტან­საც­მლის, საკ­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ... იმავდრო­უ­ლად, შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უამ­რავ რა­მეს მთა­ვა­ზობ­და და მპირ­დე­ბო­და: მი­წის ნაკ­ვეთს, ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის ან ქარ­ხნის გახ­სნას, ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას პან­კის­ში, თე­ლავ­ში, თბი­ლის­ში... უარს ვამ­ბობ­დი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს სა­მარ­თა­ვად გინ­დათ, არ გა­მო­ვა ჩემ­გან ბიზ­ნეს­მე­ნი-მეთ­ქი... სხვე­ბის მა­გა­ლით­ზე ვი­ცო­დი ასე იქ­ნე­ბო­და.
- დევ­ნი­ლო­ბის შემ­დეგ შეხ­ვდით ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას?
- ჩეჩ­ნეთ­ში, რო­გორც დუ­და­ევ­თან, ასე­ვე, ას­ლან მას­ხა­დოვ­თან და სხვა მა­შინ­დელ პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან მი­წევ­და შეხ­ვედ­რა... ერთხელ იქა­ურ ბა­ზარ­ში მისი მე­უღ­ლეც ვნა­ხე. ვი­ცო­დი, არ ულ­ხინ­დათ. ახ­ლო­ბე­ლიც მახ­ლდა და ორი­ვემ რაც თან­ხაც გვქონ­და, მი­ვე­ცით. დაც­ვა ჩა­ე­რია, თავი და­ა­ნე­ბე­თო. ესეც ვუ­ამ­ბე კვან­ტა­ლი­ანს. და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს-მეთ­ქი - სხვას მა­ინც ნუ ეტყვიო, გა­მაფრ­თხი­ლა. შე­ვარ­დნა­ძის კად­რი იყო, მაგ­რამ ვხვდე­ბო­დი, ში­ნა­გა­ნად მა­ინც ზვი­ადს უთა­ნაგ­რძნობ­და... შემ­დეგ, ისიც მო­ი­ცი­ლა შე­ვარ­დნა­ძემ და სხვე­ბიც. ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი ქის­ტი ვი­ყა­ვი, ვინც ჩეჩ­ნე­თის ომის დროს ხე­ო­ბა­ში ლტოლ­ვი­ლე­ბის კომ­პაქ­ტურ ჩა­სახ­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. ვუ­თხა­რი კი­დევ შე­ვარ­დნა­ძეს, - კა­ხე­თის სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნებ­ში არა­ერ­თი სა­ცხოვ­რებ­ლად გა­მო­სა­დე­გი შე­ნო­ბაა-მეთ­ქი...
1999 წელს, შე­ვარ­დნა­ძემ ჩე­ჩენ ბო­ე­ვი­კებ­ზე "გას­ვლა" და­მა­ვა­ლა. უარი ვუ­თხა­რი, რის გა­მოც, კი­დევ ერთხელ გა­და­ვურ­ჩი და­ჭე­რას... შე­მო­მით­ვა­ლა, - აღარ ხარ სა­ჭი­რო, პან­კის­ში სხვა მე­გობ­რე­ბიც მყავ­სო... ეს იყო ჩვე­ნი ბოლო კონ­ტაქ­ტი. მან უამ­რა­ვი ის ადა­მი­ა­ნი გა­წი­რა და ჩა­მო­ი­შო­რა, ვინც მის­თვის თავ­გა­და­დე­ბუ­ლი იყო.შემ­დგომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უც­დია თქვე­ნი კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა?
- კი, ოღონდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დით. თე­ლავ­თან ახ­ლოს, სო­ფელ ნა­სამ­ხრალ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი მქონ­და, რომ­ლის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად ადა­მი­ა­ნებს ვქი­რა­ობ­დი და ფულს ვუხ­დი­დი. 2005 წელს, ერ­თმა ჩემ­გან (გვარს არ და­ვა­კონ­კრე­ტებ, ოჯა­ხი ჰყავს) 1 000 დო­ლა­რი ისეს­ხა. შემ­დეგ შემ­ხვდა და სად მო­გი­ტა­ნოთ ფუ­ლიო, სა­დაც გინ­დათ-მეთ­ქი... სამ­სა­ხურ­ში მო­მი­ტა­ნა და სპეც­რაზ­მიც მოჰ­ყვა... ამიყ­ვა­ნეს - ქრთა­მის აღე­ბის მუხ­ლით და 3-თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯეს. ხან­და­ხან ვი­ღა­ცე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - ითა­ნამ­შრომ­ლე ჩვენ­თან, დღეს­ვე გა­გიშ­ვებთ და სამ­სა­ხურ­შიც და­გაბ­რუ­ნებ­თო...
ორ­თა­ჭა­ლის მე-5 საპრყო­ბი­ლე­ში ჩემი ად­ვო­კა­ტი მე­რაბ თა­ლაკ­ვა­ძე იყო. მისი სი­ტყვე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა - ვიცი თქვე­ნი ამა­გი ქარ­თვე­ლი, ქის­ტი და ჩე­ჩე­ნი ხალ­ხე­ბის წი­ნა­შე და ჩემი ხალ­ხის სა­ხე­ლით ბო­დიშს გიხ­დი­თო...
ცი­ხე­ში ლა­მის ყო­ველ­დღე ნიღ­ბი­ა­ნე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მთა­ვა­ზობ­დნენ. არ ვიცი, არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია-მეთ­ქი, ვპა­სუ­ხობ­დი - ჩვენ გას­წავ­ლი­თო. მა­გას მირ­ჩევ­ნია, აქვე კე­დელ­თან მი­მა­ყე­ნოთ და დამ­ხვრი­ტოთ-მეთ­ქი... ერთხე­ლაც, თქვე­ნი მე­უღ­ლე და შვი­ლია მო­სუ­ლიო, მი­თხრეს. არ ვიცი, რო­გორ და­ა­ში­ნეს, მაგ­რამ ორი­ვე მთხოვ­და - და­თან­ხმდი თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, თო­რემ აქე­დან ცო­ცხა­ლი ვერ გახ­ვა­ლო. ბი­ჭის­გან გა­მიკ­ვირ­და - რო­გორ მა­კად­რე-მეთ­ქი...
წი­ნას­წა­რი 3-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, თე­ლავ­ში ჩა­მიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ისევ უკან და­მაბ­რუ­ნეს... სა­კან­ში სამ­ნი შე­მო­ვიდ­ნენ, მათ­გან ერთი ვი­ცა­ნი, სა­კან­ში შე­მო­დი­ო­და და სა­ქო­ნე­ლი­ვით გვთვლი­და... შენ­მა მე­უღ­ლემ ბად­რაგს ფული მის­ცაო, ეცად­ნენ, ახლა ამ გზით ემუ­შა­ვათ ჩემ­ზე. შემ­დეგ, ისევ მო­თაფლვა და­მი­პი­რეს - ჩვე­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლე და სამ­სა­ხურ­შიც და­გაბ­რუ­ნებთ და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­თაც ისარ­გებ­ლე­ბო... ვუ­თხა­რი, - შე­გიძ­ლი­ათ აქვე მეს­რო­ლოთ-მეთ­ქი... ერთი სი­ტყვით, - გა­მიშ­ვეს, მაგ­რამ გი­რა­ოს სა­ხით 55 ათა­სი ლარი მი­ვუ­ტა­ნე...
- ახლა ხე­ო­ბა­ში მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ტრა­გე­დი­ის გამო, ვი­თა­რე­ბა ისევ და­ი­ძა­ბა...
- დიახ. ეს არის ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია, რო­გორც ოჯა­ხის­თვის, ასე­ვე ხე­ო­ბის­თვის და მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის­თვის. რო­დე­საც პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე შვილმკვდა­რი მა­მის გა­მოს­ვლა და მი­მარ­თვა, ვთქვი, რომ ეს კაცი ქარ­თულ-ქის­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ცო­ცხა­ლი ძეგლია, თა­ვი­სი მო­ზო­მი­ლი და თავ­და­ჭე­რი­ლი პო­ზი­ცი­ით-მეთ­ქი.მე პა­ტივს ვცემ მას, რო­გორც შვილმკვდარ მა­მას, მისი შვი­ლის სულს, მაგ­რამ ხე­ო­ბა­ში ისე­თი ვი­თა­რე­ბაა - ვი­ღა­ცამ უნდა თქვას სი­მარ­თლე, პო­ლი­ტი­კა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის აყო­ლა ყვე­ლა­ფერს აფუ­ჭებს..ფაქ­ტია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ძი­ე­ბას სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა უნდა მის­ცეს, მაგ­რამ მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს პო­ლი­ტი­კო­სებ­თან დგო­მა არ ეკად­რე­ბა. 6 შვი­ლი მყავს და მათი და ჩემი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, სი­მარ­თლე ვთქვა - ახლა პან­კი­სის ხე­ო­ბას პატ­რო­ნი არ ჰყავს! ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდე­ბი სკო­ლებ­ში არ და­დი­ან. უმე­ტე­სო­ბა ვა­ჰა­ბიზ­მის იდე­ო­ლო­გი­ით არი­ან მო­წამ­ლუ­ლი. სა­დაც გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მაა, იქ ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან ად­ვი­ლი სა­მარ­თა­ვია.
ამი­ტომ ვთხოვ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას: სა­ნამ გვი­ა­ნი არ არის, მი­ხე­დეთ ხე­ო­ბას... გა­ნა­ვი­თა­რეთ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, ოღონდ სწო­რად აარ­ჩი­ეთ პერ­სო­ნე­ბი. იქ ახლა და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა და ერთი ასან­თის ღე­რიც კი საკ­მა­რი­სია, ცუდი ამ­ბე­ბის და­სა­წყე­ბად. მე ჩემი კალო უკვე გავ­ლე­წე, მაგ­რამ არ მინ­და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ ერთი კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყოს. ვთხოვ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გო­ნი­ე­რად იმოქ­მე­დოს და ნუ და­უშ­ვებს კი­დევ ერთ და­პი­რის­პი­რე­ბას..
ambebi.ge

No comments:

Post a Comment