Sunday, December 9, 2018

მადრიდში ათასობით სანტა კლაუსმა მარათონი მოაწყო

მადრიდში სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა ათასობით ადამიანმა კიბოთი დაავადებულთა მხარდასაჭერად მარათონი მოაწყო. ქალაქის ქუჩებში სანტა კლაუსებმა და მოქალაქეებმა 5 კილომეტრი ირბინეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
მათი მიზანი ფონდ Intheos-სთვის ფულის შეგროვება იყო, რომელიც კიბოთი დაავადებულ ადამიანებს ეხმარება და მათ მედიცინის უახლესი მიღწევებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. ჯამში, მარათონში 7000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment