Saturday, December 8, 2018

აფხაზეთი კვლავ სირიელი ლტოლვილების მოლოდინშია - "ერთმანეთის ხოცვა არ შეგვიწყვეტია და ახლა სირილები დავიხმაროთ..."

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი რაულ ხა­ჯიმ­ბა რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ აფხა­ზეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 700-800 სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლი მი­ი­ღეს და ახლა მათი ადაპ­ტა­ცი­ის გზებ­ზე მსჯე­ლო­ბენ.
"700-800 ადა­მი­ა­ნის და­ბი­ნა­ვე­ბა და­წყე­ბუ­ლია... სი­რი­ე­ლი ახა­ლაზგრდე­ბის ნა­წი­ლი, ვინც ახლა აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რობს, სწავ­ლობს კი­დეც. სხვე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში და­საქმდნენ. ზოგი თვით­და­საქ­მე­ბუ­ლია, ზოგი მი­წათ­მოქმდე­ბით და­კავ­და. ისი­ნი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან" - ამ­ბბს ხა­ჯიმ­ბა.
ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ria.ru-სთვის მი­ცე­მულ­მა ინ­ტერ­ვი­უმ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მათი თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე მსგა­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა არც უნდა ხდე­ბო­დეს.
"რომ არა­ფე­რი ვთქვათ სწავ­ლა­სა და და­საქ­მე­ბა­ზე, სა­დაც ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი ძა­ლი­ან ამაზ­რზე­ნად იტყუ­ე­ბა და თვალ­ში ნა­ცარს გვაყ­რის, არც ერთი უწყე­ბა­ში სი­რი­ე­ლის და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, რად­გან მათ არც აფხა­ზუ­რი იცი­ან და არც რუ­სუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­სა­ხუ­რი თავ­ზე საყ­რე­ლა­დაც რომ იყოს, ვერ და­ა­საქ­მებ­დნენ. მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბის მცდე­ლო­ბა შე­საძ­ლოა ჰქონ­დათ, თუმ­ცა ჩვე­ნი მენ­ტა­ლო­ბის, კულ­ტუ­რი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე ად­ვი­ლად ვერც ამ საქ­მეს გა­არ­თმევ­დნენ თავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, სად და რო­დის ნახა პრე­ზი­დენ­ტმა ხა­ჯიმ­ბამ სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლი მან­და­რინს კრეფ­დეს ან სი­მინ­დი მო­ეყ­ვა­ნოს?..."- ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ლამ­რა ვო­უ­ბა.
სხვე­ბის თქმით, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სი­რი­ე­ლი "რუს­მა და აფხაზ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ პი­ა­რის­თვის მარ­თლაც ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ენის ბა­რი­ე­რი­სა და წი­ნა­პი­რო­ბე­ბის არ­ქო­ნის გამო, აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ვერ შეძ­ლეს და რამ­დე­ნი­მე თვე­ში უკან წა­ვიდ­ნენ... ისე­თი შემ­თხვე­ვაც კი იყო, რომ ომ­გა­მოვ­ლოლ­მა სი­რი­ელ­მა მი­ღე­ბულ სტრე­სის შემ­დეგ, აფხა­ზე­თის უმ­ძი­მე­სი რე­ა­ლო­ბა ვერ გა­და­ლა­ხა და თავი მო­იკ­ლა..." – წე­რენ აფხა­ზე­ბი.
ზა­ფხულ­ში, რო­დე­საც ეს თემა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში, ე.წ. რე­პატ­რი­ა­ცი­ის მი­ნის­ტრი ბეს­ლან დბა­რი აცხა­დებ­და, რომ მათ წი­ნაპ­რე­ბის გზა უნდა გა­აგ­რძე­ლონ და მუ­ჰა­ჯი­რე­ბი აფხა­ზეთ­ში უნდა და­აბ­რუ­ნონ, რათა "ქვე­ყა­ნა" გაძ­ლი­ერ­დეს, რო­გორც ეკო­ნო­მი­უ­რად, ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით. მათი ჩა­სახ­ლე­ბა გა­ლი­სა და ფსო­უს მხა­რეს იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა ე.წ. აფხა­ზე­თის პარ­ლა­მენ­ტის მიერ დიდი აჟი­ო­ტა­ჟით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თან­ხე­ბის უქონ­ლო­ბის გამო ჩა­ვარ­და..
დბა­რი აცხა­დებ­და, რომ სამი თვის გან­მა­ლო­ბა­ში, აფხა­ზეთ­ში ჩა­მოს­ვლის მსურ­ვე­ლი 155 ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტრირ­და და მათი უმე­ტე­სო­ბა იორ­და­ნი­ე­ლი იყო.
"ისი­ნი ქა­ლაქ ამა­ნი­დან იყ­ვნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვად აი­შე­ნებ­დნენ სახ­ლებს, რაც ძი­რი­თა­დად, დაც­ლილ რა­ი­ო­ნებ­სა და სოფ­ლებ­ში მოხ­დე­ბო­და. ეს კი ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემ­და ლტოლ­ვი­ლე­ბი კომ­პაქ­ტუ­რად ჩაგ­ვე­სახ­ლე­ბი­ნა, რაც მათ­თვი­საც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და..." – აცხა­დებ­და დბა­რი.
ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მათი სი­რი­ე­ლებ­თან ინ­ტეგ­რა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მენ­ტა­ლო­ბის გამო ვე­რას­დროს მოხ­დე­ბო­და.
"გა­სა­გე­ბია, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაა, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში, და­ლა­გე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში "ავერ­ბოვ­კე­ბენ" მათ, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბა უპირ­ვე­ლე­სია, აქ კი თითო ოჯახ­ში ლა­მის ერთი პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფოს საკ­მა­რი­სი ია­რა­ღის არ­სე­ნა­ლია და ვინ­მე გა­ა­კონ­ტრო­ლებს, ხვალ და ზეგ რა მოხ­დე­ბა? 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ ერ­თმა­ნე­თის ხოც­ვა არ შეგ­ვი­წყვე­ტია და ახლა სი­რი­ლე­ბი და­ვიხ­მა­როთ..." – წერს ვან­და ინალ-იფა.
ekhokavkaza.com–ის ცნო­ბით, ოჩამ­ჩი­რე­ში, ე.წ. მე-6 რა­ი­ონ­ში ორი "სექ­ცი­უ­რი სახ­ლია", ერთ-ეთი მათ­გან 20 ბი­ნი­ა­ნია, მე­ო­რე კი, გა­ცი­ლე­ბით დიდი, 78-იანი. რა­ი­ო­ნუ­ლი ად­მი­ნიტ­რა­ცია მზად არის ის შე­ნო­ბე­ბი "სა­მი­ნის­ტროს" ბა­ლანსზე გა­და­იყ­ვა­ნოს.
"ასე­ვე, ოჩამ­ჩი­რის სო­ფელ აჩ­გუ­ა­რა­ში, არის სა­შუ­ა­ლე­ბა 5 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ჩა­ა­სახ­ლონ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, იქ სკო­ლე­ბი­სა და ბა­ღე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­წყე­ბუ­ლია და მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 170 ბავ­შვი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­საც მი­ი­ღებს. იქვე არ­სე­ბულ შე­ნო­ბებ­ში კი 100 ოჯა­ხის ჩა­სახ­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა... ასე­თი კომ­პაქ­ტუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი მათ, ინ­ტეგ­რა­ცი­ას გა­ად­ვი­ლებს" - წერ­და გა­მო­ცე­მა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment