Tuesday, January 8, 2019

სასწრაფოს მანქანა ტროტუარზე მუშებს დაეჯახა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 12 დაშავდა


ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგარი მუშების ჯგუფს დაეჯახა.
ნეტგაზეთს შსს-დან აცნობეს, რომ შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შემთხვევა 9 იანვარს, დილის საათებში მოხდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მუხლი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment