Tuesday, January 8, 2019

„პასპორტების ინდექსში“ საქართველო 51-ე ადგილზეა

კომპანია Henley & Partners-ის ინდექსის ანგარიშით, იაპონია მსოფლიოს პასპორტების რეიტინგში პირველ ადგილზეა. ინდექსის ავტორების თქმით, იაპონიის მოქალაქეებს ვიზის გარეშე 190 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა. 
მეორე ადგილზე არიან სინგაპური და სამხრეთ კორეა (189 ქვეყანა), მესამეზე კი - გერმანია და საფრანგეთი (188 ქვეყნა). 
აღსანიშნავია, რეიტინგში საქართველო 51-ე ადგილზეა გავიდა, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ მიმოსვლა 114 ქვეყანაში შეუძლიათ. 
გასული წლის დეკემბერში Passport Index-ის 2018 წლის რეიტინგის თანახმად, ქართული პასპორტი გაეროს წევრი 193 სახელმწიფოს პასპორტებს შორის 83-ე ადგილს იკავებდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment