ზიმბაბვეში საპროტესტო აქციებზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 172 ადამიანია დაშავებული. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.
დაშავებულთაგან 68-ს ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება. ვრცელდება ინფორმაცია 3 გარდაცვლილის შესახებ. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
საპროტესტო აქციები ზიმბაბვეში მას შემდეგ დაიწყო, რაც საწვავის ფასი 2-ჯერ გაიზარდა.
No comments:
Post a Comment