Thursday, January 17, 2019

კვლევა: ყავის ველური ხეები გადაშენების პირასაა

მსოფლიოში ყავის მცენარეთა რისკების პირველი სრული შეფასება გვიჩვენებს, რომ 124 ცნობილი სახეობის 60% გადაშენების პირასაა. 
დიდი ბრიტანეთის სამეფო ბოტანიკის ცენტრის განცხადებით,  ყავის ხის 100-მდე ტიპი ბუნებრივად იზრდება ტყეში, მათ შორის იმ სახეობის, რომელსაც ჩვენ ვსვამთ. მეცნიერების თქმით, ეს ციფრი „საშიშია“, რადგან ველურ ყავას მსოფლიოში ყავის მოყვანაში უდიდესი ადგილი უკავია. 
„რომ არა ველური სახეობები
, რომელთა ყოველი მეხუთე გადაშენების პირასაა, ჩვენ არ გვექნებოდა ამდენი ყავა“, - აცხადებს ბოტანიკის ცენტრის ხელმძღვანელი აარონ დევისი. 
კველვამ აჩვენა, რომ ველური ყავის 74 ტიპი გადაშენების პირასაა. 35-ს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ეს ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ მსოფლიოში ყავა საკმარისად გავრცელდეს. დანარჩენი 14-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია უცნობია
imedinews.ge

No comments:

Post a Comment