საქართველოს განათლების სამინისტრო რეფორმის საჯარო
განხილვებს 18 იანვრიდან დაიწყებს, – ამის შესახებ, როგორც სამინისტროს
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა აღსანიშნავია, რომ უწყებას არავითარი ანონსი შეხვედრის შესახებ მედიისთვის არ მიუწოდებია, შესაბამისად EDU.ARIS.GE-სთვის უცნობია, ვინ იგულისხმება “ჟურნალისტებში”. (პრესსამსახური გვპასუხობს, რომ მხოლოდ ტელევიზიებს დაურეკეს).
🙏 საქართველოს საპატრიარქო
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით ვარკვევთ, მინისტრს ისევ არ უსაუბრია დეტალებზე.
მინისტრის თქმით, სამინისტრომ განათლების დაანონსებული რეფორმის განხილვის ფარგლებში 10 მოდული შეიმუშავა და საზოგადოებას რიგრიგობით წარუდგენს.
პირველი პანელი პარასკევს გაიმართება, სადაც სამინისტრო სკოლამდელ და ზოგად განათლებაში დაგეგმილი ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ ისაუბრებს და დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. მომდევნო დღეებში კი, წარადგენენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უსაფრთხო სკოლის, ტექნოლოგიებისა და ეროვნული გამოცდების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს. განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ ის საექსპერტო ჯგუფებიც, რომლებიც ჩართული იყვნენ განათლების რეფორმის შემუშავებაში.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
10-ვე მოდულის მიხედვით პანელები ასე გადანაწილდა:
1. სკოლამდელი და ზოგადი განათლება
2. ინფრასტრუქტურული პროექტები
3. ინოვაცია და ტექნოლოგიები
4. უსაფრთხო სკოლები
5. ეროვნული გამოცდები
6. ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში
7. უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი
8. პროფესიული განათლება
9. მეცნიერება
10. განათლების კლასტერები
იმედია, რომ მინისტრი ყველა მედიასაშუალებას მიიწვევს შეხვედრებზე, ისაუბრებს დეტალურად და ჩვენს კითხვებსაც ამომწურავად უპასუხებს.
edu.aris.ge

No comments:
Post a Comment