დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებისას ერთ-ერთი გარდაცვლილი ნათია ციცვიძეა. სწორედ ის გახლავთ გარდაცვლილი 4 წლის ბიჭის დედა. აფეთქებისას მასთან ერთად სახლში მისი სამი შვილი და მეუღლე იმყოფებოდდნენ. ნათიასთან ერთად დაღუპა მისი დაც.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ნათია ისტორიის მასწავლებელი იყო.
როგორც მისი მეუღლე ფრიდინ ფირალიშვილი ამბობს, ბავშვები საკუთარი ხელით გამოიყვანა სახლიდან. თავადაც მსუბუქი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა უკვე გაწერეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"ეს ძალიან ლამაზი გოგო, ჩემი მეგობარი იყო. ეს ანგელოზები მისი შვილები არიან. წლების წინ ერთად ვმუშაობდით..
გუშინ თურმე მის სახლში მომხდარა ის საშინელი აფეთქება... არ ვიცი ამ დროს რას
ყველა მისი ღიმილი და საუბარი მიდგას თვალწინ..
როგორსაც ხედავთ, სულ ასეთი მომღიმარი, კეთილი, თბილი და სიცოცხლით სავსე იყო
ერთი ტყუპისცალიც დედიკოს გაჰყვა იმქვეყნად...აუცილებლად უნდა დაისაჯოს ადამიანები!! ვინც პასუხისმგებელია ამ დედა შვილის სიცოცხლე ჩაქრობაზე" - წერს მისი ერთ-ერთი მეგობარი.
"ნათია, რომელიც გუშინ იმ საშინელი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა, ჩემი შვილების ისტორიის მასწავლებელი იყო, ადამიანი რომელმაც ჩემ შვილს საქართველოს ისტორია შეაყვარა, მის შვილებზეც ვიცოდი, რადგანაც მიყვებოდა, რომ სამი ძალიან საყვარელი შვილი ყავდა მათ შორის ტყუპები. ნათელში იყოს მისი სული ალბათ ღმერთსაც მხოლოდ კარგი უნდა თავისთან"
mshoblebi.ge
No comments:
Post a Comment