Monday, January 14, 2019

საჩხერე-ონის გზის მშენებლობაზე 37.3 მილიონის კონტრაქტები გაფორმდა

ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მე-2 და მე-6 ლოტის სამუშაოებზე 37.33 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
აქედან, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მეორე ლოტის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "მამისონთან" 16.45 მილიონი ლარის კონტრაქტი გააფორმა.
რაც შეეხება მე-6 ლოტს, აქ სამუშაოებს New Road-ი შეასრულებს და მასთან 20.89 მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა. 
ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კილომეტრით, მგზავრობის დროს კი 1.5-2 საათით შეამცირებს. ახალი გზა 45 კმ სიგრძის იქნება და საჩხერიდან დაიწყება.
პროექტის თანახმად, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ამბლორაული-ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო  ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული. უზუნთადან შქმერამდე გზა საუღელტეხილო (ზღვის დონიდან 1850 მეტრი) მონაკვეთს გაივლის.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს 1,5-2 სთ-ით შეამცირებს. ამჟამად თბილისიდან ონამდე 300 კმ-ია და მგზავრობას დაახლოებით 6 საათი სჭირდება
imedinews.ge

No comments:

Post a Comment