Monday, January 14, 2019

ამბობს ხოლმე: აღარ შემიძლია, სიკვდილი მირჩევნიაო..." - რას ყვება მეუღლე ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ოპერაციის შემდეგ 2 თვე კომაში იყო

28 წლის ინგა ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ცხოვ­რე­ბა მე­ო­რე შვილ­ზე ორ­სუ­ლო­ბამ ტრა­გი­კუ­ლად შეც­ვა­ლა. 2018 წლის მა­ის­ში ექიმ­თან ვი­ზი­ტი­სას გა­ირ­კვა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს გარე ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და, რის გა­მოც ოპე­რა­ცია და­ი­ნიშ­ნა.
ქუ­თა­ის­ში, ხო­ნე­ლი­ძის კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ინგა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე ორი თვე კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მერ­ვე თვეა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის. გა­და­ტა­ნი­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის და ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ინ­გას მე­უღ­ლე, გაგა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე ესა­უბ­რა. თა­ვად ახალ­გაზ­რდა დე­დას, სხვა სირ­თუ­ლე­ებ­თან ერ­თად ამ დრომ­დე მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მაც აქვს.
"ვი­ფიქ­რეთ, რომ ფეხ­მძი­მედ იყო და კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე წა­ვე­დით ლერი ხო­ნე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში. ჩა­ვა­ტა­რეთ ანა­ლი­ზე­ბი, აღ­მოჩ­ნდა საშ­ვი­ლოს­ნოს გარე ორ­სუ­ლო­ბა, რომ­ლის შე­წყვე­ტის ოპე­რა­ცია სა­ღა­მოს ცხრა სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა. კლი­ნი­კა­ში ექი­მე­ბი და­ვით ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და ჯა­ნი­ნა აბუ­ლა­ძე დაგ­ვხვდნენ. ხან­მოკ­ლე ოპე­რა­ცი­აა და რომ და­აგ­ვი­ან­და ერთი სა­ა­თი, მო­ვი­კი­თხე, რა ხდე­ბო­და. მი­თხრეს რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო და ოპე­რა­ცია გაგ­რძელ­და. მე­ო­რედ რომ მო­ვი­კი­თხე, დაც­ვამ ზე­მოთ არ ამიშ­ვა. აღ­მოჩ­ნდა, რომ მი­მა­ლავ­დნენ ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ გარ­თუ­ლე­ბებს.ოთხსა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, ძა­ლით ავე­დი სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში. მე­ან­გი­ნე­კო­ლოგ­მა თქვა, რომ ოპე­რა­ცი­ამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ ნარ­კო­ზი­დან ვერ გა­მოჰ­ყავ­დათ. რე­ა­ლუ­რად, ამ დაგ­ვი­ა­ნე­ბამ შეგ­ვიქ­მნა პრობ­ლე­მე­ბი, რად­გან და­მა­ლეს, თა­ვად არ ჰქონ­დათ რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, არ ჩა­უ­ტარ­და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა და არც გა­და­იყ­ვა­ნეს. რომ არ და­ე­მა­ლათ, ამ­ხე­ლა გარ­თუ­ლე­ბა არ მოყ­ვე­ბო­და. გა­მო­ვი­ძა­ხეთ მე­გო­ბა­რი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა. და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის ორ სა­ათ­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნეთ დი­აგ­ნოს­ტი­კურ­ში, სა­დაც გვი­თხრეს, რომ თით­ქმის მკვდა­რი შე­ვი­და ინგა.
ჩემი მე­უღ­ლე უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბით იყო - აღე­ნიშ­ნე­ბო­და თა­ვის ტვი­ნის ჰი­პოქ­სია, კე­ფის ნა­წილ­ში იყო ტვი­ნი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, გან­ვი­თარ­და თრომ­ბო­ლი­ზი და შე­იქ­მნა გუ­ლის პრობ­ლე­მა. სამი დღე ვი­ყა­ვით კლი­ნი­კა­ში. გვი­თხრეს, რომ ორ­შა­ბათ დი­ლას გა­მო­აღ­ვი­ძებ­დნენ და კარ­გად იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა ისე, რომ პრობ­ლე­მას პრობ­ლე­მა და­ე­მა­ტა. წა­ვი­და შე­შუ­პე­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო თა­ვის გახ­ვრე­ტა და „და­ჩი­კის“ ჩას­მა. რო­დე­საც ვკი­თხე, თუ რა მოხ­დე­ბო­და წნე­ვის აწე­ვის დროს, გვი­თხრეს, მოხ­დიდ­დნენ თავს და და­ე­ლო­დე­ბოდ­ნენ წნე­ვის და­წე­ვას. ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ გად­მოგ­ვეყ­ვა­ნა თბი­ლის­ში. ამა­ზე უარს ამ­ბობ­დნენ, რე­კავ­დნენ კლი­ნი­კებ­ში და აი­ძუ­ლებ­დნენ უარი ეთ­ქვათ მი­ღე­ბა­ზე, ვიდ­რე ახ­ლობ­ლე­ბი არ ჩავ­რი­ეთ, არ დაგ­ვთან­ხმდნენ.
შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს შეც­დო­მა უცო­დი­ნა­რო­ბით და უყუ­რა­დღე­ბო­ბით, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი და­ნა­შა­უ­ლი ისა, რომ მე­უღ­ლეს არ შე­მა­ტყო­ბი­ნეს ამის შე­სა­ხებ" - უთხრა AMBEBI.GE-ს გაგა ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ.
თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ინგა ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და. ახალ­გაზ­რდა ქალი და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხე­ვა­რი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იყო. ექიმ­მა ოჯახს ურ­ჩია პა­ცი­ენ­ტი სახ­ლში გა­და­ეყ­ვა­ნათ, რად­გან მის­თვის ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო გა­ცი­ლე­ბით უკეთ იმოქ­მე­დებ­და. ოჯახ­მა სახ­ლში პა­ტა­რა რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ბლო­კი მო­ა­წყო. აიყ­ვა­ნეს ექთ­ნე­ბი, ინგა ნელ-ნელა გო­ნებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი გახ­და. თვა­ლის გა­ხე­ლი­სას მხედ­ვე­ლო­ბა არ ჰქონ­და, სა­უ­ბა­რი ეს­მო­და და მი­ნიშ­ნე­ბე­ბით ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და ოჯახს. მას ახ­ლაც აქვს მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა, რის­თვი­საც მო­მა­ვალ­ში ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­დე­ბა. ორ­თვი­ან­მა კო­მამ სხვა პრობ­ლე­მე­ბიც გა­მო­იწ­ვია, ამ­დე­ნი უმოძ­რა­ო­ბით სხე­უ­ლი და­ე­ჭი­მა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ფე­ხებ­ზე მყე­სე­ბის და­მოკ­ლე­ბა და მენ­ჯებ­ში სახ­სრე­ბის ჩა­კეტ­ვა.
"და­ახ­ლო­ე­ბით სამი თვე დაგ­ვყავ­და რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გე­ბი და მა­სა­ჟის­ტე­ბი, მაგ­რამ არ ეშ­ვე­ლა. წა­ვე­დით თურ­ქეთ­ში, თუმ­ცა ტო­მოგ­რა­ფი­ა­ში ფე­ხე­ბის გამო ვერ შე­ვი­და და ან­კა­რა­ში უარი გვი­თხრეს ოპე­რა­ცი­ა­ზე. ან­კა­რი­დან წა­ვე­დით მა­ლა­თი­ა­ში, გა­კეთ­და რთუ­ლი ოპე­რა­ცია. ახლა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე. გავ­დი­ვართ პრო­ცესს, მაგ­რამ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო შე­დე­გი, გა­რან­ტი­ას არა­ვინ გვაძ­ლევს...
მე­ტყვე­ლე­ბაც რთუ­ლა­დაა, თუმ­ცა გვა­გე­ბი­ნებს. სუნ­თქვის პრობ­ლე­მა აქვს და სა­უბ­რის დროს სუნ­თქვას ვერ ანა­წი­ლებს. თვი­თონ ემო­ცი­უ­რად ცუ­და­დაა, ძა­ლი­ან უჭირს გაძ­ლე­ბა. მერ­ვე თვეა, რაც ასე ვართ. მა­სა­ჟით რამ­ხე­ლა ტკი­ვილს ვა­ყე­ნებთ ვერც წა­მო­იდ­გენთ, მაგ­რამ სხვა გზა არაა. ბოლო მა­სა­ჟის დროს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, მთე­ლი ღამე და­მამ­შვი­დე­ბელს ვას­მევ­დით... ამ­ბობს ხოლ­მე „აღარ შე­მიძ­ლია, და­ვი­ღა­ლე, სიკ­ვდი­ლი მირ­ჩევ­ნია“. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ წა­მოდ­გო­მაც სცა­და, და­მო­უ­კი­დებ­ლად უჭირს და შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­ჩერ­დეს, თუმ­ცა შე­დე­გი მარ­თლა­ცაა", - გვიყ­ვე­ბა გაგა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე.
კო­მი­დან გა­მო­სულ ინგა ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბიც აქვს. რო­გორც მის მე­უღ­ლე გვი­ამ­ბობს, ქალს არ ახ­სოვს რა მოხ­და, ოპე­რა­ცი­ა­ზე შეს­ვლის დროც ვერ გა­იხ­სე­ნა. ოჯა­ხი ცდი­ლობს, მას­თან ამ თე­მა­ზე არ ისა­უბ­როს და მხო­ლოდ მის კი­თხვებს პა­სუ­ხო­ბენ. ინ­გას და გაგა 5 წლის ბიჭი ყავთ, რო­მე­ლიც დე­დის მდგო­მა­რე­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ნიც­დის. დე­დის ტკი­ვილს რომ არ უყუ­როს, ამი­ტომ ის ქუ­თა­ის­ში მა­მი­დებ­თან არის, პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­ყავთ დე­დას­თან თბი­ლის­ში.
"როცა დედა ტი­რის პირ­ვე­ლი ის გარ­ბის რომ და­ამ­შვი­დოს. ეუბ­ნე­ბა - "ნუ გე­ში­ნია დედა, მე შენ­თან ვარ". თით­ქმის ყვე­ლა მე­დი­კა­მენ­ტი იცის, რა­საც დედა სვამს" - ამ­ბობს გაგა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე.
ოჯახ­მა მკურ­ნა­ლო­ბის თან­ხე­ბი მე­გობ­რე­ბის და ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­აგ­რო­ვა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ორ­ჯერ მი­მარ­თეს და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, მაგ­რამ ორი­ვე­ჯერ უარი მი­ი­ღეს.
ხო­ნე­ლი­ძის კლი­ნი­კა­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. გაგა ბა­ლან­ჩი­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახლა არ­ჩე­ვა­ნი აქვს - ან მე­უღ­ლეს მი­ხე­დოს, ან სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად იბ­რძო­ლოს. ამ­ბობს, რომ ამ ჯერ­ზე არ­ჩე­ვანს მე­უღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ აკე­თებს, თუმ­ცა დას­ძენს, რომ არ­ცერ­თი წუთი, როცა მის მე­უღ­ლეს ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნეს, არ დარ­ჩე­ბა და­უს­ჯე­ლი.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment