Wednesday, January 16, 2019

საქართველოს საავიაციო უშიშროების მაჩვენებელი 58%-ით გაუმჯობესდა


აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ საავიაციო უშიშროების და უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარებული ყოვლისმომცველი ბოლო აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა.
„ახალი მაჩვენებლებით საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით მსოფლიოში ოცდამეათე, ევროპაში მეათე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა უსაფრთხოების აუდიტის მონაცემებით. რაც შეეხება საავიაციო უშიშროების მაჩვენებელს, სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვას, ეს ციფრი 89.8% წამოადგენს და მნიშვნელოვნად - 58%-ით არის გაუმჯობესებული 2008 წელს ჩატარებული აუდიტის მონაცემებთან შედარებით“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
გლობალური საავიაციო სამიტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე ავიაკომპანიაბს აკაკი საღირაშვილმა საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისაკენ მოუწოდა.
გლობალური საავიაციო სამიტი დღეს დასრულდება
imedinews.ge

No comments:

Post a Comment