Wednesday, January 16, 2019

როგორ თაღლითობენ მძღოლები ტექდათვალიერების გავლის მიზნით

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა უკვე ერთი წე­ლია მოქ­მე­დებს. 2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მე­ო­თხე ეტა­პი და­ი­წყო, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტს შე­ე­ხე­ბა. თუმ­ცა, იმის ნაც­ვლად, რომ ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მფლო­ბე­ლებ­მა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გა­ი­ა­რონ ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა, მათ იმ გზე­ბი­სა და ე.წ შავი ხვრე­ლე­ბის ძი­ე­ბა და­ი­წყეს, რაც ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გავ­ლას გა­უ­მარ­ტი­ვებთ.სად არის ეს ე.წ შავი ხვრე­ლე­ბი და რა ხრი­კებს მი­მარ­თა­ვენ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად? - ამ კი­თხვით ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს ვაჟა იორ­და­ნაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
მისი თქმით, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ე.წ შავ ხვრე­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც მძღო­ლებ­მა მი­აგ­ნეს, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა უნდა გა­ი­მიჯ­ნოს: რად­გან თუ ავ­ტო­მო­ბილს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს სა­ქა­რე მინა ან სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა, ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რა­ი­მეს "თხო­ვე­ბა" და შეც­ვლა, თუმ­ცა ამის გა­კე­თე­ბა მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა სა­ბუ­რა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ვაჟა იორ­და­ნაშ­ვი­ლის თქმით, პრაქ­ტი­კა­შიც კი არ­სე­ბობს ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მძღო­ლე­ბი დრო­ე­ბით ნა­თხოვ­რო­ბენ სა­ბუ­რა­ვებს, რათა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გა­ი­ა­რონ და შემ­დეგ სა­ბუ­რა­ვებს უკან აბ­რუ­ნე­ბენ.
რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­გორ ცდი­ლო­ბენ მძღო­ლე­ბი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის და­მალ­ვას ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, იორ­და­ნიშ­ვი­ლის თქმით, ამ დრომ­დე კა­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის თხო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რად­გან კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი 2019 წელს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მო­თხოვ­ნებ­ში არ შე­დის. თუმ­ცა, მისი თქმით იმის გამო, რომ კა­ტა­ლი­ზა­ტო­რის მონ­ტა­ჟი და შემ­დეგ დე­მონ­ტა­ჟი საკ­მა­ოდ რთუ­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ მძღო­ლე­ბი ამ ხრი­კის გა­მო­ყე­ნე­ბას ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბენ.
ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, დი­ზე­ლის ძრა­ვი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის ზო­გი­ერ­თმა მფლო­ბელ­მა ასეთ ხრიკს მი­მარ­თა: ჭვარტლი­ა­ნო­ბა­ზე ანუ შავ კვამ­ლზე შე­მოწ­მე­ბის დროს, ისი­ნი გარ­კვე­ულ ქი­მი­ურ მი­ნა­რე­ვებს ამა­ტე­ბენ, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი დრო­ით კვამ­ლის გა­მო­ყო­ფის დო­ნეს ამ­ცი­რებს და შე­სა­ბა­მი­სად, თუ სპე­ცი­ა­ლურ­მა მო­წყო­ბი­ლო­ბამ კვამ­ლი ვერ და­ა­ფიქ­სი­რა, მან­ქა­ნა ინ­სპექ­ტი­რე­ბას უპ­რობ­ლე­მოდ გა­ივ­ლის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ ხერ­ხს მძღო­ლე­ბი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ.
კი­დევ ერთი სა­კი­თხია მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მა­შუ­ქი სის­ტე­მა. რო­გორც ცნო­ბი­ლია მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ფა­რე­ბის დახ­რა მარ­ცხნივ არის მი­მარ­თუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მოძ­რა­ო­ბის დროს საფრ­თხეს უქ­მნის შემ­ხვედრ ავ­ტო­მო­ბილს. შე­სა­ბა­მი­სად, მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ტი­პის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მქო­ნე მძღო­ლებს მო­უ­წევთ ფა­რე­ბის გა­მოც­ვლა ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სტი­კე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ფა­რე­ბის გა­ნა­თე­ბის კუ­თხის შეც­ვლა.
თუ მთლი­ან მა­შუქ ხელ­სა­წყოს მოხ­სნი­ან, სხვას და­ა­მონ­ტა­ჟე­ბენ და ისე მივ­ლენ ინ­სპექ­ტი­რე­ბა­ზე, ცხა­დია ინ­სპექ­ტი­რე­ბას ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ივ­ლის, თუ რა თქმა უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებს ნა­თე­ბის კუ­თხით. თუმ­ცა, აქ არ მგო­ნია ხრი­კებს მი­მარ­თავ­დნენ, რად­გან ბევ­რად მარ­ტი­ვია ნა­თე­ბის კუ­თხის შე­ზღუდ­ვა სტი­კე­რის მეშ­ვე­ო­ბით, რაც დღეს და­საშ­ვე­ბია. დღეს აკ­რა­ვენ სტი­კე­რებს რომ შე­ი­ზღუ­დოს სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­თე­ბა, რო­მე­ლიც შემ­ხვედრ ზოლ­ში მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლის ხილ­ვა­დო­ბას ზღუ­დავს.
სტი­კე­რის დაკ­ვრა ევ­რო­პა­შიც აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მძღო­ლე­ბი ამ სტი­კე­რებს სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ ინ­სპექ­ტი­რე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ და შემ­დეგ რო­დე­საც გა­მო­დი­ან გზებ­ზე, აძ­რო­ბენ ამ სტი­კერს. რა თქმა უნდა, ეს სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მო­მენ­ტია" - გან­მარ­ტა ვაჟა იორ­და­ნიშ­ვილ­მა.
დარ­ღვე­ვე­ბი აღ­მოჩ­ნდა ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრებ­შიც. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2018 წელს ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის 10 ცენ­ტრში ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბის გა­ცე­მის ფაქ­ტე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად ყვე­ლა ცენ­ტრი აღ­ჭურ­ვი­ლია ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბით, რო­მე­ლიც იწერს ინ­სპექ­ტი­რე­ბის მთელ პრო­ცესს, ჩა­ნა­წე­რი კი 14 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბა.
შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 იან­ვრი­დან ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში და­ჯა­რიმ­დე­ბა ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად არ გა­უვ­ლი­ათ პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ვაჟა იორ­და­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენ­ტში ცვლი­ლე­ბა მზად­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის მო­ნი­ტო­რინ­გი გზებ­ზე­ვე მოხ­დე­ბა და შავი, თვალ­ხი­ლუ­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის გა­მო­ყო­ფის შემ­თხვე­ვა­ში, ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბე­ლი და­ჯა­რიმ­დე­ბა.
2019 წლის 14 იან­ვრის ჩათ­ვლით, ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა გა­ი­ა­რა 21 276 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბამ, სა­ი­და­ნაც გა­მარ­თუ­ლად ჩა­ით­ვა­ლა 11 666 ერ­თე­უ­ლი. ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას და­ხარ­ვეზ­და 9 613 ავ­ტო­მან­ქა­ნა, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით და­ხარ­ვეზ­და - 189. გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა აეკ­რძა­ლა - 75 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment