გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 9 თვის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ბავშვი ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფს გამოძახებისას გოგონა გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარის შესაძლო ვერსიები არ სახელდება. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ჯანმრთელი იყო. გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში ექსპერტიზა უტარდება
interpressnews.ge
No comments:
Post a Comment