Wednesday, January 9, 2019

კომპანია Apple iPhone-ების წარმოებას ამცირებს

კომპანია Apple  iPhone-ების წარმოებას ამცირებს. ეს ბოლო 6 თვეში უკვე მეორე შემთხვევაა. ამის შესახებ იაპონური გამოცემა Nikkei წერს.
დეკემბრის ბოლოს, Apple-მა მიმწოდებლებს სთხოვა ახალი მოდელების XS Max, XS და XR წარმოების შემცირება, თუმცა გაზაფხულზე კომპანია 42 მილიონი ძველი და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს. მანამდე კი დაიწერა, რომ მხოლოდ პირველ კვარტალში 47-48 მილიონი სმარტფონის წარმოება იყო დაგეგმილი.
2018 წლის ნოემბერში, Apple-ის დაბალი მოთხოვნის გამო iPhone XR-ის წარმოების შემცირება მოუწია, რომელიც ყველაზე იაფი მოდელია, ხოლო 2 იანვარს, პირველად 16 წლის განმავლობაში, Apple-მა შემოსავლების ვარდნაზე პროგნოზი გააკეთა. კომპანიის მონაცემებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში მისი შემოსავალი 84 მილიარდი დოლარი იქნება 89-93 მილიარდი დოლარის ნაცვლად. 
ამ საკითხზე კომენტარი კომპანია Apple-ს ჯერ არ გაუკეთებია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment